“გპირდებით: ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი“–გვარამია ოცნებას მათი რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ქართულ ოცნებას მათი არხის რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს, რომელმაც არხთან დაგეგმილი ინტერვიუ გადაიფიქრა:
“PF-ში გვაქვს ერთი საინტერესო ჟანრი, როცა ჟურნალისტი ამბავს ყვება თავად რესპოდენტების და ვიდეოკადრების მეშვეობით. მთავარი მთხრობელი სიუჟეტის მთავარი გმირია, ჟურნალისტი საერთოდ არ საუბრობს, მხოლოდ იღებს და ტექსტ და კადრებს ამონტაჟებს. ასე იქმნება ძალიან საინტერესო ამბები ასი ათასობით ნახვით. ამას შესანიშნავად აკეთებს

ლაშა ნაკაიძე

.

მაგრამ ამბავი სხვა რამეზეა. ადგა ჩვენი ლაშა, იპოვნა საინტერესო რესპოდენტი ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევში. ხანში შესული გლეხის ისტორიაა, რომელიც ლამის უკანასკნელია, ვინც მანუფაქტურულად (და არა ქარხნულად) ნამდვილ ქართულ კრამიტს აკეთებს სოფლის მახლობლად კარიერიდან მოპოვებული თიხისგან. კრამიტი უმაღლესი ხარისხის, უმტკიცესი და ულამაზესია. ლაშამ შეათანხმა ინტერვიუ და გაემგზავრა ზესტაფონში. გაიარა რესპოდენტთან წინასწარ ყველაფერი და დილით დაიგეგმა გადაღება.
და რა? მეორე დილით რესპოდენტი გაქრა. დავადგინეთ რატომაც: ხელისუფლებამ შეუთვალა – მაგ არხზე შენ სახეს თუ ვნახავთ, შენი ვაჟი გაზის კომპანიაში დაკარგავს სამსახურს (ვითომ კერძო კომპანია როა), ხოლო მისი ცოლი – სკოლის პედაგოგი აღარ იქნება მეორე დღიდანო (ია კერძაიას მკვლელების მთავრობისგან აბა ვის რა უნდა გაუკვირდეს?!).
აი, ასე. თიხაც და კრამიტიც რომ პოლიტიზირებულია, იმ რეჟიმის ჩატარებული არჩევნები, საარჩევნო კომისიები, მოხელეები და ათასი ჯურის დედამოხნული რას იზამს, ხომ ადვილი წარმოსადგენია?
ხოდა, წარმოდგენილი მაქვს და მაინც (და სწორედ მაგიტომ) გპირდებით: ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი წარმოსახვით კრამიტებში 31 ოქტომბერს

ქართული ოცნება / Georgian Dream

და ვერასდროს ვერ ამოეგდებით მაქედან – მყარია ეგ კრამიტი და გამძლე.

მოკლედ, ლამაზ და მყარ პოლიტიკურ საფლავს გიმზადებთ ნამდვილი ქართული კრამიტისგან.“– წერს გვარამია ფეისბუქზე.

მოულოდნელი იყო, თმები ყალყზე დამიდგა – მელია კიკაბიძის რუსულად ნამღერზე

"თმები ყალყზე დამიდგა" - ასე ეხმაურება გლდანში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა მელია პარტიის...

დიდი გლოვაა ნაციონალურ მოძრაობაში, მიტინგიდან ზუგდიდში ბრუნდებოდნენ – გვარამია გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე

"დიდი გლოვაა ნაციონალურ მოძრაობაში: მიტინგიდან ზუგდიდში მიმავალ ავტობუსს (გაჩერებულს) ტრაილერი დაეჯახა. არის მსხვერპლი. მეც...

გორთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა, გარდაიცვალა 5, დაშავდა 11 ადამიანი – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.შემთხვევის შედეგად, ადგილზე...

გორთან ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედიით დასტრულდა ავტოავარია თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე. გორთან, სამარშუტო მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად ადგილზე...

საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება – ევროკავშირი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის დიპლომატთა გუნდი 31 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდება. "ჩვენთვის და...

ცუდს ვერაფერს ვხედავ – ზაალ უდუმაშვილი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარის შესახებ, მაგრამ ცუდს ვერაფერს ვხედავ "- ასე აფასებს, ნაციონალური...

იმიტომ, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ -ბუბა კიკაბიძე რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას" სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ პარტიის ღონისძიებაზე გამოსვლისას სიმღერა...

არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“ – კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე

"არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ"- ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია "ქართული...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო