გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა, ვაშაძეს ხმა არ ამოუღია – მელია

ციხეში მყოფი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს და ამბობს, რომ გული მხოლოდ იმაზე წყდება, რომ მისი ყოფილი კაბინეტის დარბევას უყურა, ნახა, რომ მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

ამ თემაზე ნიკა მელიამ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა. მან ნიკა გვარამიას კითხვას, რაზე წყდება გული შემდეგნაირად უპასუხა:

“არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ალბათ ჯობია ვთქვა. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, საჯაროდ დამიცვა. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ.

ჩემ დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც მოსახლეობას, აი ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის, ყოფილის, აღებას უყურა და ხმა არ დაუძრავს, მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავიზე და არაფერზე”, – თქვა ნიკა მელიამ. 

შეგახსნებეთ, რომ ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

სტურუა: თეატრიდან არ მივდივარ, გამაგდეთ და წავალ!

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა წერს, რომ თეატრიდან წასვლას არ აპირებს. "დამშვიდდით,...

თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველო კვლავაც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველია. "პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად,...

წილოსანი გახარიას 6 თანაგუნდელზე: დატოვონ პარლამენტი

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ გახარიას თანაგუნდელმა 6-მა დეპუტატმა პარლამენტი უნდა დატოვოს. "მივიჩნევ, რომ...

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა...

კალაძე: კვლევები ჩავიტარე, ყველანაირად კარგად ვარ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ კვლევები ჩაიტარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. "დამატებით კვლევები...

თვეში ადამიანს მინიმუმ 178 ლარი სჭირდება – საქსტატის მონაცემები

საქსტატი საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტში, საშუალო მომხმარებლის...

“გვესმის მინიშნება” – რა უთხრეს კობახიძეს პარტნიორებმა აშშ-ში

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პარტნიორებისგან მიიღო მინიშნებები, რომ...

ბათუმში ენმ-ის ოფისი დააზიანეს

ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დააზიანეს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა გიორგი...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო