გურჯაანში მეუღლისა და მეზობლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ ორი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული ზ.დ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა მეუღლე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს – 1974 წელს დაბადებულ კ.ს.-ს, რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა მეუღლე – 1967 წელს დაბადებული ლ.დ.

ბრალდებულმა, ასევე, სხეულზე დაზიანება მიაყენა ორ მეზობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ზ.დ. მომხდარიდან მალევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს არ არის ე.წ. ლოკდაუნი, ეს შეზღუდვები არის ლოკალური – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მტკიცებით, ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას,...

მშენებლობა, სილამაზის სალონები – რომელ ეკონომიკურ საქმიანობებს არ შეეხება შეზღუდვა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვები შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას არ შეეხება: სახელმწიფო...

ეს კომპრომისია, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას – გახარია

პრემიერი გახარია შეზღუდვებზე ამბობს, რომ ეს ეკონომიკას მინიმალურ ზიანს მიაყენებს. "ეს არის ის კომპრომისი, რომელიც...

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16...

28 ნოემბრიდან საქართველოში ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები ისევ დაიხურება

მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების მიხედვით, 28 ნოემბრიდან  საქართველოს მასშტაბით ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების...

უმუშევრად დარჩენილები 1 იანვრიდან 200-ლარიან კომპენსაციას კვლავ მიიღებენ

დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭომ...

თვითდასაქმებულებისთვის ვაწესებთ 300-ლარიან დახმარებას – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულთათვის სახელმწიფო 300 ლარიან დახმარებას კიდევ დააწესებს. "იქიდან გამომდინარე, რომ ვზღუდავთ...

28 ნოემბრიდან რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე გადავლენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებსა და კვების ობიექტებს დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ. საბჭოს განცხადებით, ისინი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო