“დაბალანსებული დაივიწყე რა, ომში ვართ“– ჩანაწერები, როგორ ახდენს იმედის დირექტორი ზეწოლას ჟურნალისტებზე

საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ იმედის მაშინდელმა დირექტორის მოადგილემ და ამჟამინდელმა დირექტორმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ქარტიის მეორე პრინციპი დაარღვია.

ქარტიის მეორე პრინციპია: “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”.

ლალიაშვილის წინააღმდეგ ქარტიას განცხადებით ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” ჟურნალისტებმა: ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა მიმართეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ლალიაშვილი მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია, რამაც მათ აიძულა, რომ დაეტოვებინათ ტელეკომპანია.

ჟურნალისტებმა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის დასადასტურებლად, წარადგინეს აუდიო ჩანაწერები, რომლებიც ასახავს ნიკოლოზ ლალიაშვილთან საუბარს 2019 წლის 24 დეკემბერს [აუდიო N 1] და 2020 წლის 25 თებერვალს [აუდიო N 2 და N 3].

გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” ჟურნალისტები ლალიაშვილს 2-ჯერ შეხვდნენ. შეხვედრისას, ჟურნალისტის არგუმენტზე, რომ იგი ამბებს აშუქებს დაბალანსებულად, ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს: „ეგ სიტყვა დაივიწყე, გეხვეწები რა, დაბალანსებული დაივიწყე რა, დაბალანსებული ნიშნავს რა უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული“.

ლალიაშვილი მათ ეუბნება, რომ ტვ იმედი მთავარ არხთან ომობს, ამიტომ ჟურნალისტებმაც უნდა “იომონ”.

ჰოდა ეხლა შევდივართ აქტიური ომის ფაზაში,“ „არ შეიძლება, შენ თქვა, რომ არ ხარ ფრონტის ხაზზე, როცა შენი ჯარი, მე ვარ შენი ჯარი, ჩვენ “იმედი” ვართ ერთი გუნდი, ჩვენ თუ ვომობთ და შენ ამბობ, „მე არ ვომობ“, ეგ არის დეზერტირობა, მაგას ქვია დეზერტირობა“

“შენ შემოხვედი ამ ორგანიზაციაში, ეს ორგანიზაცია ჩაება ბრძოლაში, რომლის ყველა მოწინაღმდეგე დამდგარია და ურტყამს “იმედს”, “იმედი” არის ბოლო ციტადელი მაგათთვის რა, ჩვენი მოწინააღმდეგეებისათვის, როგორც კონკურენტებისთვის, ბიზნეს კონკურენტებისთვის, როგორიც არის “მთავარი არხი”, “რუსთავი 2”, ა.შ. ნუ ძირითადად „მთავარი არხი“, ასევე პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისათვის, რომელთაც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არ მოწონს. ამ ომში არის მთელი ორგანიზმი, ხვდები? დაჟე გართობა, პროდაქშენი, ნიუსზე ხომ ლაპარაკი არ არის, პოლიტიკური თოქ-შოუები, მთელ აი ამ ფრონტში შენ თუ ამბობ, რომ მე, ძმაო, პაციფისტი ვარ და მე, ძმებო, არ ვომობ…”,- ამბობს ლალიაშვილი ერთერთ აუდიოჩანაწერში.

ჯურნალისტთან საუბარში ნიკოლოზ ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ იმედი არის მიკერძოებული ტელევიზია და აქვს პოზიცია, რომ არის “ანტი-ნაციონალური მოძრაობა”.

მეორე შეხვედრაზე, რომელზეც ჟურნალისტები ნიკოლოზ ლალიაშვილთან ერთად განიხილავენ მომავალ გადაცემას და სარედაქციო დამოუკიდებლობას, ჟურნალისტი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სარედაქციო დამოუკიდებლობა. ლალიაშვილი პასუხობს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იმ შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, „თუ თქვენი ღირებულებები თანხვედრაშია არხის სარედაქციო პოლიტიკასთან“, რომ ეს პოლიტიკა არის „არა ნაცების დაბრუნებას ხელისუფლებაში“.

ნიკოლოზ ლალიაშვილი აცხადებს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს არხის “big idea” -ს, რომელიც არის: „შესაბამისად ჩვენ ვართ როგორც ჰოლოკოსტ გამოვლილი ებრაელები, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში, არანაირ ფასად არ ითანამშრომლებენ მესამე რაიხთან და ნაციზმთან, არასოდეს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რომ ნაციზმი არ აღორძინდეს. ეს არის იმედის სარედაქციო პოლიტიკა. ეს არის basic principle, ჩვენი Big idea ეგ არის“,- ვკითხულობ ლალიაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერში.

„სარედაქციო თავისუფლება – ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ეს არის გამოგონილი ფანტომი“, – ასე აფასებს ვიდეოჩანაწერში ნიკოლოზ ლალიაშვილი ჟურნალისტის კითხვას, ექნებათ თუ არა სარედაქციო თავისუფლება.

ჟურნალისტებმა სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებზე იმედთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის შემდეგაც ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, ნუცა შუბაშვილმა, მარიამ მჭედლიშვილმა და გიგა ბენიამ სამსახურიდან წასვლის შესახებ დაწერეს განცხადება.

ჩანაწერების ტრანსკრიპტი შეგიძლია იხილოთ ბმულებზე:

1) პირველი ტრანსკრიპტი
2) მეორე ტრანსკრიპტი
3) მესამე ტრანსკრიპტი.

ქარტიის გადაწყვეტილება სრულად ნახეთ აქ

 

ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა მთელ სახელმწიფო სისტემას აჯობა – თინა ხიდაშელი

ახლა ახლა ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როცა ვახტანგ გომელაურის მხრებზე არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა - ან სახელმწიფო დამარცხდება...

შსს-მ ქარელში საკრებულოს დეპუტატის ავტომანქანის გატაცების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ქარელში, სოფელ ლეთეთის მახლობლად ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,...

“გეხვეწები სამნი წავიდეთ” “არა, ხუთი!” – ვრცელდება თავდამსხმელისა და გალდავას დიალოგის ჩანაწერი

ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს, იმ აუდიო-ჩანაწერს, რომელიც ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" მას შემდეგ არის ჩაწერილი, რაც...

როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა:„შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“ – კვარაცხელია

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, ყველაზე ლოგიკური ტელევიზიასთან დაკავშირება...

ეს არის მსგავსი ქმედებებისთვის „მწვანე შუქის“ ანთება – უგულავა ზუგდიდზე

ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ თუ ტერორისტი მიიღებს იმას, რაც სურს, ეს არის...

ვოლსკი არის პოლიტიკური ლეში რომელსაც არცერთი სვავი არ მიეკარება – უგულავა

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ უამრავი...

თიბისი ბანკი ხომ არ გადაიხდიდა, საქართველოს ბანკში იყვნენ შესულები – გომელაური

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ გადაიხადა ზუგდიდში თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი ნახევარი მილიონი...

შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა, არავითარი თანხა არაა სიცოცხლის საფასური – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მათ თავდამსხმელის მოთხოვნა შეასრულეს, თუმცა არავითარი თანხა...

სხვა სიახლეები

“მეგობრის შვილს დაუდგინდა კოვიდი.ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ ვერაფრით დაგეხმარებიო”-ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მისი მეგობრის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა, თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ექიმები ყურადღებას არ აქცევენ: “ჩემი მეგობრის შვილს, დაუდგინდა კოვიდი.გადაყვანილი ყავთ...

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა ადამიანის თავში დღემდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: მათ ადამიანის თავში დამალული ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან გავს სანერწყვე ჯირკვლების ნაკრებს. აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის ორგანიზმის აგებულება დეტალურად იყო...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო