დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი უფრო გამკაცრდება – მთავრობა

საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრის შემდეგ დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება. ამის შესახებ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

ამ დროისთვის ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 73 154
  • გამოჯანმრთელებულია –  55 511
  • გარდაცვლილია – 636
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 447
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 413
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 957
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.

ოლიგარქიული გარემო, პოლიტიზებული მართლმსაჯულება – Freedom House-ის ანგარიში საქართველოზე

საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშის "თავისუფლება მსოფლიოში 2021", მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 60 ქულამდე გაუარესდა...

კარტოგრაფების საქმეზე გიორგი მანჯგალაძის სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

კარტოგრაფების საქმეზე საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი მანჯგალაძის ოფისში და სახლში ჩხრეკა...

დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება აქციები – უდუმაშვილი

აქციები გაგრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, - ამის...

ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგი გამართა, ჯანეზაშვილი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის...

მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა – ირმა ინაშვილი

მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა - ეს განცხადება, "პატრიოტთა ალიანსის"...

“ნაცმოძრაობის” ოფისის დარბევას მმართველ პარტიასა და პრემიერთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს – ქადაგიშვილი

" "ნაცმოძრაობის" ოფისის დარბევას მმართველ პარტიასა და პრემიერთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს" -...

მელია დაჭერილი არ არის. კარების გასაღები მის ხელშია, შეუძლია, გააღოს და გამოვიდეს. ეს დაჭერაა?...

ნიკა მელია დაჭერილი არ არის. კარების გასაღები მის ხელშია, შეუძლია, გააღოს და გამოვიდეს. ეს...

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმის გამო კიდევ ერთი პირი - 1996...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო