დავაკავეთ პირი, რომელმაც ერთი ადამიანი მოკლა და კვალის დაფარვისთვის სახლში ხანძარი გააჩინა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ნ. განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეგობარ გოგონასთან – 1999 წელს დაბადებულ ა.უ.-სთან და კიდევ ერთ ნაცნობთან – 1984 წელს დაბადებულ მ.მ.-სთან ერთად, 1983 წელს დაბადებული ლ.შ.-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა.

მ.მ.-სა და ნ.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ნ.ნ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით მ.მ.-სა და ლ.შ.-ს. სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ლ.შ. – მ გაქცევა მოასწრო, ხოლო მ.მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

ლ.შ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილია ერთ-ერთ საავადმყოფოში.

ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ გოგონასთან ერთად მიიმალა.

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნ.ნ.-ის თანმხლებმა გოგონამ – 1999 წელს დაბადებულმა ა.უ.-მ მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა, რის გამოც პოლიციამ იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მთავრობამ დღეს ახალი შეზღუდვები არ დააწესა

მთავრობამ დღეს დამატებითი შეზღუდვები არ დააწესა. ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა ახალ შეზღუდვებს ამ ეტაპზე...

გირჩი არავისთან არ განიხილავს ბლოკს, გირჩი იქნება ცალკე – იაგო ხვიჩია

ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოპოზიციური პარტია: გირჩი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ევროპული...

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 55 წლის ბენო ჭელიძე,...

ეპიდვითარება აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ დაამძიმა – ხუნდაძე

„ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს“, -...

მარიამ ჯაშს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრს,  მარიამ ჯაშს კორონავრიუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას...

გედევან ფოფხაძემ “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დატოვა

გედევან ფოფხაძემ პარტია "ერთიანი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში...

შავ ზღვაში აშშ-ს ხომალდი, “დონალდ კუკი” შემოვიდა – საელჩო

აშშ–ს საელჩოს განცხადებით, შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა. მისი მისია შავ ზღვაში...

ხაშურში ბენზინსგასამართი სადგური დააყაჩაღეს – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხაშურში ავტოგასამართ სადგურ "გალფის" ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ პირს ორი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო