დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

დავით ზურაბიშვილი რესპუბლიკურ პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება “ხანგრძლივი ფიქრის, განსჯისა და შინაგანი ბრძოლის შემდეგ” მიიღო. მისივე თქმით, სხვა პარტიაში შესვლას არ აპირებს.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტსა და ძალთა განლაგებაში თავის თავს და ადგილს ვერ ხედავს.

“გაცნობებთ, რომ ხანგრძლივი ფიქრის, განსჯის და შინაგანი ბრძოლის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება ჩამოვცილდე პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას და, შესაბამისად, დავტოვო რესპუბლიკური პარტია. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ხელმძღვანელობა ინფორმირებულია და საქმის კურსშია..

აქვე აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დაწვრილებით ლაპარაკს და ახსნა-განმარტებებს არ ვაპირებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში ვერსად ვერ ვხედავ ჩემს თავს და ჩემს ადგილს.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი მე 2007 წელს გავხდი და შეიძლება ითქვას, რომ როგორც პოლიტიკოსი, სწორედ ამ პარტიაში შევდექი. ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ პარტიასთან, მის ახლანდელ თუ ძველ წევრებთან და მადლობის გარდა მათ მიმართ არაფერი მეთქმის, მაგრამ, როგორც იტყვიან, არაფერია მარადიული მზისა ქვეშე.

შეგნებულად არ ვხმარობ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა “პოლიტიკიდან წასვლა”, რადგან მართალია, აღარ ვარ დღეიდან პრაქტიკოსი პოლიტიკოსი, არ ვაპირებ არცერთ სხვა პარტიაში გადასვლას და არც კენჭისყრას ამ არჩევნებში, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ყოფა ისეთია, რომ პოლიტიკიდან ვერსად წახვალ და ვერ გაიქცევი. უბრალოდ, ამიერიდან მე წარმოვადგენ მხოლოდ ჩემს თავს და არავის სხვას. ვერ ვიტყვი, რომ პარტიაში რამე შეზღუდვა მქონდა სიტყვის თავისუფლების მხრივ, მაგრამ რა თავისუფალი ატმოსფეროც უნდა იყოს, პარტიის წევრობა მაინც გარკვეულ გუნდურ ვალდებულებებს გაკისრებს.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვრჩები ოპოზიციონერად და ხელისუფლების ოპონენტად. მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არა აქვს წინსვლის და განვითარების პერსპექტივა და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროდასავლური კოალიციური ხელისუფლებით. ამის თაობაზე და საერთოდ მიმდინარე პროცესებზე ვაპირებ ინდივიდუალურ რეჟიმში გამოვთქვა და დავწერო ხოლმე ჩემი სუბიექტური მოსაზრებები, როგორც დამკვირვებელმა და ანალიტიკოსმა. ამ მხრივ პასიური ნამდვილად არ ვიქნები და ყველას ვთხოვ, თუ რაიმე არ მოეწონებათ ჩემს აზრებში, პარტიას ნუღარ დაუწყებენ გინებას, შეუძლიათ პირდაპირ პერსონაზე გადმოვიდნენ.

სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა.

P. S. კიდევ ერთხელ შევნიშნავ, რომ პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ტყუილად არავინ მკითხოთ. რაც აქ მიწერია, იმაზე მეტს მაინც ვერაფერს ვიტყვი” – წერს ზურაბიშვილი.

ხუთშაბათს რემდესივირის გადასხმა დავიწყე, უცხოეთიდან გამომიგზავნეს – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ინფიცირების დროს მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც...

ჯაფარიძე პოლიციას მოუწოდებს, Reformerfitness-ი, რომელიც ბინად იქირავა, დატოვონ

ბათუმში, Reformerfitness-ში, რომელშიც სამართალდამცველები იმყოფებიან, გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მივიდა. ის პოლიციელებს მოუწოდებს, დატოვონ დარბაზი,...

Reformerfitness-ში პოლიცია შევიდა – ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

Reformerfitness–ში, რომელიც დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილება და მუშაობას აგრძელებს, დიდი რაიდენობით სამართალდამცველები შევიდნენ. პოლიცია...

Holoseum დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილება და მუშაობას აგრძელებს

მუზეუმი Holoseum დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილება და მუშაობის გაგრძელებას აპირებს. "მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ...

ხვალ სასამართლოსთან მელაშვილი-ილიჩოვას პროცესის პარალელურად აქცია გაიმართება

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესის პარალელურად სოლიდარობის აქცია გაიმართება. "ხელისუფლება...

ახალგაზრდა კაცი ქვის საამქროში მძიმედ დაშავდა – ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს

ღამით ჩოხატაურში ახალგაზრდა კაცი ქვის საამქროში მუშაობისას მძიმედ დაშავდა. მას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ექიმებმა...

2 დღეში შრომის ინსპექციამ 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309-ს საქმიანობა შეუჩერა, 2 738 გააფრთხილა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყნის...

Reformerfitness-ის დარბაზს ვქირაობ ჩემს სახლად, მოდით და ივარჯიშეთ – ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა და ის ფიტნეს დარბაზი იქირავა, რომელიც დაწესებულ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო