დავოსის 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ზელენსკის ჩართვით გაიხსნება და რუსეთის გარეშე ჩატარდება

დავოსის ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიაში 22–26 მაისს ჩატარდება. წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლურმა ქვეყნებმა აგრესორი ქვეყნისგან დისტანცირება გადაწყვიტეს, ამიტომ რუსეთის წამომადგენლები ოფიციალურ ღონისიძბებზე არ იქნებიან. როგორ ჩატარდება დავოსი 2022 და რა თემების განხილვა იგეგმება:

პანდემიის გამო ორ წლიანი პაუზის  შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში უკვე მონაწილეებს არა ონლაინ რეჟიმში, არამედ ფიზიკურად უმასპინძლებს. შვეიცარული მედია აღნიშნავს, რომ ორგანიზატორებმა არა მხოლოდ ის რუსები არ დაპატიჟეს, ვინც სანქცირებულნი არიან, არამედ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის პერიოდიდან მოყოლებული პირველად ფორუმზე რუსეთი საერთოდ ვერ მიიღებს მონაწილეობას.

მედიის ცნობით დავოსის ფორუმს 2500 ადამიანი ეწვევა, მათ შორის 50 მსოფლიო ლიდერი. ფორუმის დევიზია “გარდამტეხი მომენტი ისტორიაში: სახელმწიფო პოლიტიკა და ბიზნეს სტრატეგიები“.

ფორუმის მთავარი თემები რუსეთის უკრაინაში შეჭრა, უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენა, კორონავირუსის პანდემია და კლიმატის ცვლილება იქნება.

კონფერენციის გახსნის დღეს შეკრებილებს ვიდეოჩართვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, რომლებიც პირადად დაესწრებიან დავოსის ფორუმს, იქნებიან უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფიოდოროვი, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და ბიზნესმენი ვიქტორ პინჩუკი. უკვე დაანონსებულია, რომ სტუმრებს შორის იქნება აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეცწარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი.

ზელენსკის თქმით, დავოსის 2022 წლის ფორუმი უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

“განიხილება ომის შემდგომი აღდგენა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსოფლიოს მხარდაჭერა მაქსიმალურად მოვიპოვოთ. დავოსის ფორუმში მონაწილეობა კი ამისთვის ერთ–ერთი საუკეთესო გზაა“– თქვა ზელენსკიმ დავოსში მისი სიტყვით გამოსვლის დაანონსებისას.

როგორც ფორუმის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, ერთ–ერთი მთავარი თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრაა. ასევე დავოსი 2022–ის მონაწილეები განიხილავენ გადაუდებელ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების პრობლემებს, თუმცა ამავე დროს “წამოიწევა ხანგრძლივი ეკონომიკური, ეკოლოგიური და საზოგადოებრივი პრიორიტეტები.“ საუბარი იქნება პანდემიაზე, გეოეკონომიკურ რყევებზე, კლიმატის ცვლილებასა და უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.

უკრაინელმა ბიზნესმენმა, ვიქტორ პინჩუკმა დავოსის ფორუმზე ის ფართი დაიქირავა, სადაც ადრე “რუსული სახლი“ იყო ხოლმე განთავსებული. სწორედ ამ ტერიტორიაზე მოეწყობა თემატური გამოფენა, რომელიც უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს მიეძღვნება.

დავოსის 2022 წლის ფორუმი კორონავირუსის ომიკრონის შტამის გავრცელების გამო რამდენიმე თვით გადაიდო და ტრადიციულ დროს, ანუ თებერვალში მხოლოდ რამდენიმე ონლაინ სესია შედგა.

ჰესის აფეთქება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია – გუტერეში

"ჩვენ ყველამ ვნახეთ ხერსონის ოლქის ტრაგიკული სურათები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და...

უკრაინაში ზოოპარკის დატბორვას 300 ცხოველი ემსხვერპლა

რუსების მიერ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო გამოწვეულ დატბორვას მისი 300 ბინადარი ემსხვერპლა. ინფორმაციას...

მათი პოზიციაა, ქვეყანამ უარი თქვას დასავლეთზე – ფრიდი ღარიბაშვილის გამოსვლაზე

"არ მესმის, რატომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ფსონი რუსეთზე დადოს, რადგან ეს ახლა კარგ გადაწყვეტილებად...

რუსეთმა გარემოს მასობრივი განადგურების ბომბი ააფეთქა – ზელენსკი კახოვკაზე

"სამწუხაროდ, რუსეთი წელიწადზე მეტია აკონტროლებს როგორც კაშხალს, ასევე მთელ კახოვკას ჰესს. ფიზიკურად შეუძლებელია მისი...

გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგებით კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება შეიძლება გაიგივდეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასთან

მისი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება შეიძლება გაიგივდეს 5-10 კილოტონიანი...

ცნობილია რომელმა ბრიგადამ ააფეთქა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევს უკვე აქვს ინფორმაცია, რომელმა...

კრემლი კახოვკაზე თავდასხმას უარყოფს და მომხდარს “უკრაინული მხარის დაგეგმილ დივერსიას” უწოდებს

კრემლმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას '"უკრაინული მხარის მიერ დაგეგმილი დივერსია" უწოდა და უარყო ბრალდებები, რომ...

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გაგრილებისთვის საჭირო წყლის დონე ეცემა, არსებობს ალტერნატიული რეზერვუარები – IAEA

დღეს დილით რუსი ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვკას კაშხლიდან ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რეაქტორების გაგრილება ხდებოდა. ...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...