დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა ოკუპანტის წისქვილზე წყალს ასხამს – წულუკიანი

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმეზე  სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.

მისი თქმით, ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს მრავალჯერ მოისმინეს “რჩევა–დარიგება”, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები არ უნდა დაეკავებინათ.

“ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა – ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი.

რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; ნაციონალური მოძრაობა არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ.

სწორედ ამგვარი უსამართლო “რჩევები”, დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი. მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის!”,– წერს წულუკიანი Facebook–ის პირად გვერდზე.

მიზანი მოლაპარაკების ჩაშლაა, არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას – მდინარაძე ფარულ ჩანაწერებზე

რას აკეთებს “ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა - შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ...

2013 წელს ბერამ არასასურველი კომენტარისთვის ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა – მუსიკოსი

" 2013 წელს ბერამ არასასურველი კომენტარისთვის ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა "- ამის შესახებ...

ივანიშვილის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

ამ წუთებში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო,...

რას ყვება ყოფილი მიმტანი, რომელსაც ბერა ივანიშვილი და სუს-ის წარმომადგენლები Facebook სტატუსის გამო ემუქრებოდნენ

ყოფილი მიმტანი და ჟურნალისტი, ტატო ცეცხლაძე ტელეკომპანია "ფორმულასთან"საუბარში ყვება , რომ ბერა ივანიშვილზე სტატუსის...

გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო” დატოვა

პარტია “თავისუფალი საქართველო" გოგი წულაიამ დატოვა. წულაიამ დღეს პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ ბრიფინგზე წასვლის მიზეზზე...

ლადო კახაძე აცხადებს, რომ ჩანაწერები არ უნახავს, რადგან TV პირველს არ უყურებს

ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე აცხადებს, რომ გუშინ ტელეკომპანია "პირვეის" ეთერში გასული სიუჟეტი და...

უკვე მერამდენედ,იწყებენ მაგიდის ატრიალებას როცა შეთანხმება ახლოსაა – პაპუაშვილი ჩანაწერებზე

"უკვე მერამდენედ,იწყებენ მაგიდის ატრიალებას როცა შეთანხმება ახლოსაა" - ამის შესახებ,"ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ...

„ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს „წითელი ხაზებით“ ესაუბროს – სერგო...

„ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს „წითელი ხაზებით“ ესაუბროს "- -ამის შესახებ...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო