დასაქმების სააგენტო 2 წელიწადში 397 510 025 მლნ ლარით დაფინანსდა – ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, დასაქმების სააგენტო 2 წელიწადში 397 510 025 მილიონი ლარით დაფინანსდა.დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, ბრძანებით შეიქმნა და 2020 წლიდან ფუნქციონირებს.

სააგენტო 2020 წელს 243,437,025 ლარით, ხოლო 2021 წელს 154,073,000 ლარით დაფინანსდა ბიუჯეტიდან. სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად 2020 წელს 81,000 ლარი, ხოლო 2021 წელს 72,400 ლარი იხარჯებოდა.
 გერმანიაში მძიმე შრომით პირობებში მომუშავე მოქალაქეთა დაცვა სწორედ სააგენტოს ევალებოდა, მან კი დროულად ვერ შეასრულა ეს მოვალეობა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, ბრძანებით შეიქმნა და 2020 წლიდან ფუნქციონირებს.

2019 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, ბრძანებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა.

სააგენტო საქმიანობის განხორციელებას 2020 წლიდან შეუდგა. ბრძანების თანახმად სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების სია საკმაოდ გრძელია და მათ შორის არის შრომის ბაზრის მომსახურებების გაწევა, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, განხორციელება და ანალიზი, სამუშაოს მაძიებლებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ღონისძიებათა ორგანიზება, დასაქმების ფორუმების ორგანიზება.

2020 წელს სააგენტოს დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 243,437,025 ლარი, ხოლო 2021 წელს 154,073,000 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე მონაცემებით სააგენტოში 34 შტატიანი და 54 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. 2020 წელს დასაქმებულ პირთა შრომის ასანაზრაურებლად ყოველთვიურად 81,000 ლარი გაიცემოდა, ხოლო 2021 წელს კი 72,400 ლარი. მათ შორის სააგენტოს დირექტორის, ნინო ველთაურის ყოველთვიური შრომის ანაზრაურება 5,400 ლარს შეადგენს.

დასაქმების სააგენტომ 2020-2021 წლებში თანხები ძირითადად ორი პროგრამის მიმართულებით დახარჯა. 2020-2021 წლებში “დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამაში“, რომლის მიზანიც ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება 1,470,000 ლარი დაიხარჯა, ხოლო ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“, რომლის მიზანიც ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით, სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობაა 4,180,000 ლარი. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2020-2021 წლებში სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად 1038 პირი დასაქმდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დასაქმების სააგენტო იყო პასუხისმგებელი გერმანიაში დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვაზე. სააგენტოს დებულებში პირდაპირ არის მითითებული, სააგენტოს ერთ-ერთ ამოცანასა და მოვალეობას წარმოადგენს საზღვარგარეთ დროებითი, ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შეთანხმებული მექანიზმების განხორციელება და შესაბამისი საერთაშორისო რეგულაციებისა და ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა.

თუმცა, როგორც გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, სააგენტომ ჯეროვნად ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და დროულად ვერ დაიცვა საზღვარგარეთ დროებით დასაქმებული პირები. როგორც გერმანიაში დასაქმებულმა პირებმა განაცხადეს, მათ მძიმე შრომით პირობებში უწევდათ სამუშაოს შესრულება. მათ შორის ხელშეკრულებებთან შეუსაბამო იყო შრომის ანაზღაურება, კვება და საცხოვრებელი პირობები. მოგვიანებით, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა დასაქმებულთა მძიმე შრომითი პირობებისა და დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის ფაქტების შესახებ, სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა, განაცხადა, რომ სააგენტომ პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო.

წყარო: 
სააგენტოს პასუხი https://bit.ly/3vhr0Pb
მინისტრის ბრძანება https://bit.ly/2QEU18k
დასაქმებულ პირთა განცხადება https://bit.ly/3yp8xC6
სააგენტოს დირექტორის განცხადება https://bit.ly/3f8umhP

შეიზღუდოს რუსული არხები! – გიორგი ფხაკაძე

"ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე"– ამის...

საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება – ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი

''საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება ''- ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების...

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა” – პეტრე კოლხი სალომე ზურაბიშვილზე

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”  - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის...

პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით – ISFED

"პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით"- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და...

შაორის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა შაორის ტბაში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. რაჭაში ტრაგედია ცოტახნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

შეზღუდვები უნდა მოიხსნას – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას. მისი თქმით, მინიმალური ვადით...

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები- ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები - 7 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს. აღნიშნულ...

შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მო­დე­ლი და ტელეწამყვანი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ქალიშვილთან ერთად Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. ამის...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...