დაღუპულთა 99% აუცრელია, ვისაც არ სჯერა, ველი რეანიმაციებში მოხალისედ – გრიგოლ ხურციძე

დაღუპულთა 99% აუცრელია, ვისაც არ სჯერა, ველი რეანიმაციებში მოხალისედ – ამის შესახებ, ექიმი და  ”ევექსი ჰოსპიტლების” კლინიკური დირექტორი გრიგოლ ხურციძე  სოციალურ ქსელში წერს.

”1. კორონავირუსის როგორც ახალი, ისე ძველი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები წინასწარი კვლევებით, თეორიული ანალიზით და პრაქტიკული ექსპერიმენტებით არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებულ დაავადების გაძლიერების) რეაქციას.

2. დღემდე არცერთი შემთხვევა არაა აღწერილი 2 მილიარდი დოზის და 2 ახალი ვარიანტის გამოჩენის მერე. ამას უყურებს WHO, ევროპის წამლის სააგენტო, ამერიკისა და ევროპის ინფექციური დაავადებების საზოგადოებები სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებს თავი რომ დავანებოთ.

3. სანამ ანტივაქსერები ამ თეორიულ საკითხს ეჭიდებიან, ვიმეორებ თეორიულს, რომელიც იყო გათვალისწინებული, გამოცდილი და დღემდე აკვირდებიან, დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია.

4. ვისაც არ სჯერა, ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე.

5. აუცრელები იყენებენ ჰოსპიტალური რესურსის 99%-ს და შესაბამისად, ვინც აიცრა და აქვს სხვა პრობლემა (გულსისხლძარღვთა, ქირურგიული, ა.შ) უკავებენ ადგილს, სამედიცინო პერსონალსა და მკურნალობას. ეს ხალხი იღუპება, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ არავაქცინირებულებმა.

6. ანტივაქსერებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელების და პროპაგანდის ნაცვლად გამოიჩინეთ საზოგადო პასუხისმგებლობა და შემოგვიერთდით დამხმარე მოხალისეებად თქვენნაირი იდეური და პრინციპული ანტივაქსერების რეანიმაციებში. წინა მოწოდებაზე ერთიც არ გამომხმაურებიხართ, აი არც ერთი!

7. სამედიცინო პერსონალმა თან ვიომოთ და თან თქვენ თეორიული ჰიპოთეზების ქადაგებით სეირს ვუყუროთ, აღარ გამოვა.

პირდაპირ გეკითხებით, როცა დადგება არჩევანი და უკვე ძალიან ახლოსაა, როგორ განვასხვავო და პირველი ვინ დავსვა ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე: ა) ადამიანი რომელმაც არ გამოიყენა ვაქცინა და 99%-იანი შანსი, არ მოხვედრილიყო კოვიდით რეანიმაციაში თუ ბ): აცრილი, რომელიც მწვავე გულის უკმარისობითაა შემოსული და მისთვის აპარატი აღარ მაქვს.

თქვენი არჩევანის თავისუფლება სხვისი ჯანმრთელობის ფასი რატომ უნდა ღირდეს?

P.S აქ კაკუნს და თეორიულ წიაღსვლებს ნუ შემომთავაზებთ, გელით ხალათით, ნიღბით, ხელთათმანებით და დაღლილი სამედიცინო პერსონალით ისევ თქვენივე რწმენის და კრიტიკულად მძიმედ დაავადებული ადამიანების რეანიმაციებში დასახმარებლად.” – წერს ხურციძე.

ბრიტანეთი რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული ხორბლის ამოსაცნობად და ბაზარზე დასაბლოკად სპეციალურ ტექნოლოგიას ქმნის

სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა ბრიტანეთის მეთაურობით დაიწყო ტექნოლოგიის შემუშავება, რომლის დახმარებით შესაძლებელი იქნება...

„ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის,...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის...

Bloomberg:რუსეთმა 1918 წლიდან პირველად საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

წუხელ რუსეთს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის საგარეო ვალის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოეწურა, რომელიც...

ფრანგულმა მედიამ გაარკვია, რაზე ილაპარაკეს მაკრონმა და პუტინმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტი კრემლის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. მოლაპარაკებების დროს...

რუსეთი გეგმავს ბელორუსს Iskander M-ი მიაწოდოს, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია – 26 ივნისის...

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე რუსეთ-უკრაინის ომში, 26 ივნისს განვითარებულ...

პუტინმა თათბირზე ლიეტუვას წინააღმდეგ ომის დაწყება განიხილა – მედია

რუსეთის პრეზიდენტმა თათბირი გამართა ლიეტუვასთან გამწვავებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ე.წ. კალინინგრადის ბლოკადის გამო. შეხვედრაზე სავარაუდოდ...

“პიჯაკით თუ შიშველი ტორსით ცხენზე?“–დიდი შვიდეულის ლიდერებმა პუტინის მაჩოიზმს დასცინეს

დიდი შვიდეულის სამიტის პირველ დღეს, სადილის დროს მსოფლიო ლიდერებმა პუტინის ცნობილი ფოტოები გაიხსენეს –...

ხევსურეთში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო. ადგილობრივები და ტურისტები იზოლაციაში აღმოჩნდნენ

ხევსურეთში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე როშკისწყალზე არსებული ხიდები წყალმა წაიღო. შედეგად სოფელი როშკა გარესამყაროსგან...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...