დემოკრატიის გაუარესებული მაჩვენებელი–ფრიდომ ჰაუსი-ს ანგარიშით საქართველო ისევ დემოკრატია-ავტოკრატიის ზღვარზეა

დემოკრატიული დაღმასვლიდან ავტორიტარულ აგრესიამდე – საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ ევროპისა და ევრაზიის 30-მდე ქვეყნის ყოველწლიურ შეფასებას აქვეყნებს. „გარდამავალი ქვეყნების“ შესახებ ანგარიშში საქართველოს დემოკრატიის ქულა სამ კატეგორიაშია გაუარესებული. ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლოს რეგულაციებისა და დამოუკიდებლობის კატეგორიებში. ქვეყანა კი კვლავ “ჰიბრიდულ რეჟიმადაა“ შეფასებული. ანუ ქვეყნად, რომელიც აერთიანებს დემოკრატიულ და ავტორიტარულ პრაქტიკას.

ორგანიზაცია ანგარიშს ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე 29 ქვეყნის ანუ – „გარდამავალი ქვეყნების“ შესახებ 2005 წლიდან ყოველწლიურად ამზადებს და ევრაზიის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებულ პროცესებს იკვლევს. წლევანდელ ანგარიშში საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი – 35 %-ია, შარშანდელთან შედარებით 1%-ით, 2020 წელთან შედარაბით კი – 3 %-ით ნაკლები. მისი ინდექსი გასულ წელთან შედარებით ამავე ანგარიშში 3.18 -იდან 3.07-მდეა შემცირებული (მაქსიმალური შეფასება 7 ქულაა). საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების უმთავრეს გამოწვევებზე „ამერიკის ხმის“ შეკითხვებს კვლევის თანაავტორი, მკვლევარი და ანალიტიკოსი, მაიკ სმელცერი პასუხობს:

– “გარდამავალი ქვეყნების შესახებ“ 2022 წლის ანგარიშში მასშტაბურ, დემოკრატიულ უკუსვლაზეა საუბარი. რა არის რეგიონში დემოკრატიის უმთავრესი გამოწვევები და ამ კლების მიზეზები?

რეგიონში დემოკრატია 18 წელია თანმიმდევრულად სუსტდება. ეს კიდევ უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე დემოკრატიის გლობალური, 16-წლიანი გაუარესება. ნათელია, რომ ეს ხდება რეგიონშიც და მთელ მსოფლიოშიც.

წლევანდელ ანგარიშში ორი გამორჩეული ტენდენცია აღმოვაჩინეთ. ქვეყნები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებებით მიემართებიან. ერთი, ესაა ავტორიტარული ქვყენები, რომლებიც კიდევ უფრო დაბლა, ავტორიტარიზმის უფსკრულისკენ მიექანებიან. მაგალითად, რუსეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი. და არის ქვეყნებიც, რომლებიც მიემართებიან ჰიბრიდული მმართველობის ე.წ. რუხი ზონისკენ. ასეთებია მთავრობები, რომლებშიც ვხედავთ დემოკრატიული და ავტოკრატიული პრაქტიკის შერწყმას.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ იმ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც დემოკრატიულად აფასებთ, მოქალაქეთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ „მუშაობს“ დემოკრატია. – როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს, დემოკრატიის ნაკლოვანების თუ არალიბერალური ძალების ან დეზინფორმაციის? და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს და დემოკრატიული უკუსვლაც შენელდეს ან შეწყდეს?

დემოკრატიით უკმაყოფილების მიზეზი ბევრია, მაგრამ ამას ზოგჯერ საერთო არაფერი აქვს იმასთან, თუ როგორ ფუნქციონირებს რეალურად დემოკრატია. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ეკონომიკურ საკითხებს, ან პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით არსებულ აღქმებს უკავშირდება. ზოგან არის კორუფციის ხანგრძლივი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ გვარდება.

მაგრამ მეორე გამოწვევა არის არალიბერალიზმი. ეს არაა პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ უბრალოდ არ ვეთანხმებით. ეს არის იდეა იმის შესახებ, რომ ყველას არ აქვს ერთნაირი უფლებები და განსხვავებული ხმები თანაბრად არ უნდა ისმოდეს. ჩვენ ვხედავთ არალიბერალიზმის ზრდას არა მხოლოდ ავტოკრატიებში, არამედ ჰიბრიდულ რეჟიმებშიც და დემოკრატიებშიც.

ავტორიტარიზმის შემოტევა და გაძლიერება ბოლო წლებში განსაკუთრებით წარმატებულიათუკი მე18 წელიაგრძელდება უკუსვლა – როგორ ფიქრობთრა უნდა კეთდებოდეს სხვანაირადრა ძალისხმევაა საჭიროროგორ უნდა შეიცვალოს ეს ტენდენცია ან შენელდეს მაინც?

პირველი გზა არის იმის აღიარება, თუ რამდენად სერიოზული საფრთხეა ავტორიტარიანიზმი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მსოფლიოში.

ჩვენ ვხედავთ რუსეთის შიგნით არსებული რეპრესიების საზღვრებს მიღმა გაფართოებას. ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინი და მის მოკავშირეებს თავი უფრო მხნედ აგრძნობინა იმან, რასაც ისინი თავად მიიჩნევენ დემოკრატიული წესრიგის სისუსტედ. ვხედავთ, რომ ბევრი დემოკრატიული ქვეყანა გამოფხიზლდა და ცდილობს უკრაინის დახმარებას. თუმცა ეს ყველაფერი ასევე ნიშნავს ამ ქვეყნების შიგნით არსებული ნაკლოვანებების მოგვარებასაც. დემოკრატია სახლში – არის გზა იმისთვის, რომ სხვები სხვაგანაც კი ავტოკრატიისგან დავიცვათ.

რას ნიშნავს რეგიონში დემოკრატიისთვის ეს ომი? როგორ გავლენას ახდენს დემოკრატიულ ქვეყნებზე, განვითარებაზე, გარდაქმნაზე, სამომავლო პროცესებზე?

ამ ომს გავლენა აქვს დემოკრატიაზე რუსეთისა და უკრაინის გარეთაც. ეს უკავშირდება იმას, როგორი იქნება უკრაინის მომავალი. თუ უკრაინა დამარცხდა, ეს ყველაზე დიდი კატასტროფა იქნება, რაც კი რეგიონში შეიძლება ვნახოთ. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ომი უკრაინაში 8 წლის წინ დაიწყო და მანამდე რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. კონფლიქტი და კონფლიქტის გავლენა დემოკრატიზაციაზე სხვა ქვეყნებშიც გვინახავს, მაგრამ მაშინაც კი თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, ამან რეგიონში უკვე მოახდინა დესტაბილიზაცია.

იქნება გავლენა ეკონომიკაზეც, მაგალითად ცენტრალური აზიის იმ ქვეყნებში, რომლებიც ძლიერ არიან დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკასთან. იქნება ასეთი მეორადი შედეგები. იქნება გავლენა ევროპაზეც. მაგრამ ჩვენ უნდა ვეძებოთ მრავალმხრივი გამოსავალი დემოკრატიების მხარდასაჭერად.

საჭიროა ყველა ლიდერის ჩართულობა. აუცილებელია ავტორიტარიზმთან დაპირისპირება დემოკრატიულ გარემოშიც. ავტოკრატებს უნდა დავუკეტოთ ის შავი ხვრელები, რომლებიც მათ დასავლეთში იპოვეს. ამასთან, უნდა აღმოვფხვრათ დემოკრატიის ნაკლოვანებები და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ მოთამაშეებს.

საქართველოს ქულა წელს მცირედით, თუმცა კიდევ ერთხელ გაუარესდა, ამჯერად სამ კატეგორიაში. რა მოვლენებმა გამოიწვია მისი დემკრატიული შეფასების გაუარესება და როგორია დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში?

საქართველო წელს ძალიან საინტერესო შემთხვევაა. მას სამ კატეგორიაში ჰქონდა კლება: ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის კატეგორიაში კლება გამოიწვია იმ პარტიათაშორისი შეთანხმების კოლაფსმა, რომელსაც გასულ გაზაფხულზე მიაღწიეს. ასევე, უფრო ინტენსიური გახდა პოლიტიკური კრიზისი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ ვნახეთ ქულის კლება სამოქალაქო საზოგადოების ნაწილშიც. ეს უკავშირდება ძალადობრივი, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების აღზევებას და პასუხისმგებლობას „თბილისი პრაიდის“ აღლუმზე მომხდარ მათ სასიკვდილო თავდასხმებს.

და ბოლოს, მესამე ნაწილი, რომელშიც კლება იყო, არის სასამართლოს და მისი დამოუკიდებლობის კატეგორიაში. ეს არის ოპოზიციის წარმომადგენელთა საქმეების პოლიტიზების ისევე, როგორც იმ საჭირო რეფორმების ნაკლებობის შედეგი, რომელთა დანახვაც გვჭირდება სასამართლო სისტემაში.

როდესაც საქართველოს ვუყურებ, მინდა დავინახო კეთილსინდისიერი, კეთილი ნების დიალოგი პარტიებს შორის. ესაა იდეა, რომ კვლავ შეგვიძლია გაერთიანება და დემოკრატიის პრობლემების ერთად გადაწყვეტა. პრობლემების, რომლებიც რიგით ქართველებს აქვთ. არა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ან სხვების დამხობის სურვილი, არამედ გაერთიანება და იმის აღიარება, რომ სახელმწიფო მეტს უნდა აკეთებდეს მისი მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები დაცული იყოს.

ეს გამოწვევაა ყველგან რეგიონში, საქართველოს მსგავსი, ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებისთვის, მაგრამ ამავე დროს მინდა შევაქო საქართველო და ქართველი ხალხი იმისთვის, რომ მათ უკან არ დაუხევიათ. ამ რეგიონში ბევრი ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც დემოკრატიული დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს. მაგრამ საქართველო და ქართველი ხალხი დაჟინებით იმეორებს, რომ მათ სურთ დემოკრატიული ქვეყანა და ვფიქრობ, ესაა ყველაზე მეტად აღსანიშნი და ფასეული.

„ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიას კვლევის ავტორებიც ხშირად უწოდებთ რუხ ზონასხშირად ამ კვლევების მთავარი გმირები ამ კლასიფიკაციის განსხვავებულ ინტერპრეტაციას ახდენენზოგი დადებითზე ამახვილებს ყურადღებასზოგიც – უარყოფითზეაგვიხსნითრას ნიშნავს ქვეყნისთვის ამ კატეგორიაში ყოფნა და რას ამბობს ეს მისი დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე?

ჰიბრიდული რეჟიმების გაგება ზოგჯერ მართლაც რთულია. ადვილია გაიგო ავტოკრატია, დემოკრატია. მაგრამ ამ შუალედურ ნაწილზე ფიქრისას, რთულია გაიგო, როგორ ხდება დემოკრატიული და ავტოკრატიული პრაქტიკის შერწყმა.

როდესაც ამ ანგარიშების ავტორებმა კვლევა დაიწყეს, 20 წელზე მეტი წლის წინ, შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტურადაც იყვნენ განწყობილნი, საით მიემართებოდა ეს ქვეყნები. მეტოდოლოგიის ამ კატეგორიაში 11 ქვეყანაა, და ცხადია, ვთანხმდებით, რომ ისინი ძალიან განსხვავებულია და უდიდესი ვარიაცია არსებობს. მაგალითად, საქართველო არ ჰგავს სერბეთს და არ ჰგავს სომხეთს ან უნგრეთს.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა არის დემოკრატიული პრაქტიკა ან ინსტიტუტები, რომლებსაც კვლავ ვხედავთ ამ ქვეყნებში, ეს არის კონკურენტული არჩევნები. შეიძლება, ვხედავთ არა სამართლიან, არა თავისუფალს, მაგრამ მაინც კონკურენტულ არჩევნებს, ცვლილებების შესაძლებლობას. ჩვენ ვნახეთ ასეთი, გარდამტეხი არჩევნები სომხეთში, კოსოვოში ან ჩრდილოეთ მაკედონიაში. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ასევე ვხედავთ გახსნილობას სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის თაობაზე, მაგრამ მზარდად ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის თანამშრომლობასაც კორუფციული სამთავრობო ინტერესების სამსახურში. ვხედავთ მთავრობებს, რომლებიც ქმნიან მათივე მიერ ორგანიზებულ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისთვის, რომ ისინი დამოუკდიებელ, სამოქალაქო საზოგადოებას დაუპირისპირდნენ.

კარგი მაგალითია დამოუკიდებელი მედია. ავტოკრატიულ სისტემაში, შენ გაქვს მოლოდინი, რომ ვლადიმირ პუტინისნაირი ლიდერი უბრალოდ გააქრობს დამოუკიდებელ მედიას, და ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ კიდეც ეს საშინელი პროცესი. ჰიბრიდულ რეჟიმებში კი, რასაც ასეთი ლიდერები აკეთებენ, არის არა სრული აღმოფხვრა დამოუკიდებელი მედიისა, არამედ თანამშრომლობა, ამ მედიასაშუალებების ერტგვარი მოსყიდვა და მათ მიერ ლიდერების დღის წესრიგის, მათი ნარატივის გატარება.

ასე რომ, [ჰიბრიდულ რეჟიმებში] არსებობს ყველა ეს ინსტიტუტი, რომლებიც დემოკრატიულია, მაგრამ ისინი შელახულია ავტოკრატიული პრაქტიკით. ჰიბრიდული რეჟიმების გაგება მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ჩანს, ბევრი ქვეყანა სწორედ ამ მიმართულებით მიექანება.

წყარო: ამერიკის ხმა

ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ სიმართლეს და შესაბამისად, უკრაინის მომავალს – ზელენსკი

''ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ ჩვენს სამშობლოს, ეს კი ყველაზე ძლიერ მოტივაციას იძლევა. ისინი იბრძვიან...

აგენტურის პატრონები კანდიდატის თემის აქტუალიზებას ისევ შეეცდებიან – ივანიშვილის დეპუტატები

"ამაში მხოლოდ ერთი ლოგიკა შეიძლება დავინახოთ: სინამდვილეში, ისინი დემოკრატიაში სრულიად სხვა რამეს, კერძოდ – აგენტოკრატიას გულისხმობენ....

ვხედავთ დაღუპულთა ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ – წულუკიანი

''პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ყველა ფრონტზე დაღუპული ადამიანის შვილების, დედმამიშვილების, მშობლების, ნათესავების,...

The Guardian: უკრაინა ტაქტიკურ გამომგონებლობას იჩენს და კვლავ გვაოცებს

რიაზანისა და ენგელსის მახლობლად მდებარე ორ რუსულ საჰაერო ბაზაზე აფეთქებები კიევის ტაქტიკური ოსტატობისა და...

ბოლო 24 საათში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვერხნოკამიანსკეს,...

რუსეთში, კურსკის აეროდრომზე აფეთქება მოხდა

კურსკის აეროდრომის მიდამოში დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის შესანახი ავზი აფეთქდა. ამის შესახებ  კურსკის რეგიონის...

პუტინი ბუნკერში გამოკეტეს, რომ ხალხი არ შეაშინონ “ლიდერის” ჯანმრთელობის მდგომარეობით –ფეიგინი (ვიდეო)

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი ვარაუდობს, რომ პუტინი ბუნკერშია დამალული, რათა ხალხი დიქტატორის ავადმყოფური იერით...

არავის წაუყვანია, რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი – ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილს

"მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს სიტყვაზე ვამბობ უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე უბრალოდ ქვეყნის მმართველს...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

დემი მური ბოიფრენდს დაშორდა

ამერიკელი მსახიობი დემი მური, რომელმაც ცოტა ხნის წინ 60 წლის იუბილე მხიარულად აღნიშნა, როგორც ჩანს, ისევ  მარტოა. Us Weekly-ის ცნობით, ის თავის ბოიფრენდს, შვეიცარიელ...