დემოკრატიული არჩევნების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი იყო – ISFED მეორე ტურის დარღვევებზე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდებოდა. ISFED -ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ  კონკურენციის გარეშე ჩატარდა არჩევნები,ადგილი ქონდა იგივე სახის პრობლემებს, რაც დაფიქსირდა პირველი ტურის დროს. ისინი მეორე ტურს დემოკრატიული არჩევნების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯად აფასებენ.

ISFED-ის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდებოდა.

არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც რეალური კონკურენციის გარეშე ჩატარდა, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიის კოორდინატორები. ეს პრაქტიკა წლებია კრიტიკის საგანს წარმოადგენს და შეფასებულია, როგორც ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მექანიზმი. აღნიშნული პრაქტიკის აღმოფხვრა  დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების ნებასთან არ გამოიყენონ ასეთი საშუალება ამომრჩეველთა გასაკონტროლებლად. სამწუხაროა, რომ ასეთი უკონკურენტო არჩევნების დროსაც, მმართველმა პარტიამ უარი არ თქვა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვაზე და ამით აქტივობის უზრუნველყოფაზე.  

გარდა აღნიშნულისა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის პირობებშიც კი გამოავლინა ისეთი მძიმე დარღვევა, როგორიცაა ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. კარუსელი), ასევე ამომრჩევლის მოსყიდვა. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს ასეთი ფაქტების დაფიქსირება საკმაოდ რთულია. საარჩევნო უბნების გარეთ კვლავ დაფიქსირდა დამკვირვებლის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. 

შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის გარეშე ჩატარებული არჩევნების შემთხვევაშიც ადგილი ქონდა იგივე სახის დარღვევებს და პრობლემებს, რაც დაფიქსირდა პირველი ტურის დროს. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს, თუ რამდენად პრობლემური იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის დარღვევები, რაც პირველ ტურზე დაფიქსირდა, გამონაკლისი არ იყო და ტენდენციის სახე მიიღო. აღნიშნული, ამყარებს იმ შეფასებას, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი და რასაც ცალსახად უარყოფითად ვაფასებთ. 

 

დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირდა შემდეგი დარღვევები:

პარტიის კოორდინატორები მობილიზებული იყვნენ  #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #3, #4 და #6 საარჩევნო უბნეზე; #16 ყვარლის და  #17 თელავის საარჩევნო ოლქების ყველა უბანზე; #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #14 და #26 საარჩევნო უბნებზე; #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #01, #02, #03, #06, #08, #15, #35, #58, #48, #74, #73, #30, #37, #39, #52, #55 და #61 საარჩევნო უბნებზე; #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის  #11, #18; #21, #22, #23, 29, #30, #31 და #32,  საარჩევნო უბნებზე; #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #43 #58 და #59 საარჩევნო უბნებზე; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #09 საარჩევნო უბანზე; #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #19 და #20 საარჩევნო უბნებზე; #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე; #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #3, #13 და #14 საარჩევნო უბნებზე; #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #2, #5, #7, #10, #11, #20 და #44 საარჩევნო უბნებზე; #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #3; #4 #11, #12, #13, #15,  #17, #18, #36 და #37  სარჩევნო უბნებზე; #15 ლაგოდეხის საარჩვნო ოლქის #1, #10; #16, #18, #19, #20, #21, #22, #25, #26, #32, #33 და #35 საარჩევნო უბნებზე.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელები არჩევნებზე გამოცხადებას სთხოვენ. ასევე, შუახევის უჩანბის ბაგა-ბაღის მენეჯერმა თანამშრომლებს დაავალა საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. 

#82 შუახევის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდა. 

ასევე, #82 შუახევის საარჩევნო ოლქის #26 და #27 საარჩევნო უბნებზე; #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე და #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ტრანსპორტირება სამარშრუტო ტაქსებით ხდებოდა. 

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #73 და #106 საარჩევნო უბნებთან სუფრები იყო გაშლილი, ხოლო კომისიის წევრები არაფხიზელ მდგომარეობაში ატარებდნენ კენჭისყრას. 

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა კოორდინატორმა პოლიციელთან საუბრისას განუცხადა, რომ 240 ამომრჩევლის მოყვანა უკვე შეძლო და კიდევ 40-ს ელოდებოდა.”- ნათქვამია განცხადებაში.

სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, რასაც ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს-ზურაბ გურული

სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს -...

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ მან...

შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა – კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს საქმე აკეთონ პროფესიონალებმა "-  - ამის შესახებ...

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას – რატიანი

"კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის...

მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა – პაატა იმნაძე

"მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა"-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ,...

ჩვენი გათვლებით ახლა დღეში 10 000-მდე ახალი შემთხვევა მაინც არის – პაატა იმნაძე

"ჩვენი გათვლებით ახლა დღეში 10 000-მდე ახალი შემთხვევა მაინც არის"- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის...

სოფიო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას...

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერდით თუ სად? – გიგი უგულავა

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერძე თუ სად? -ეს განცხადება,  „ევროპული საქართველოს“ წევრმა,...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო