დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები-ომბუდსმენი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს

“დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები”- სახალხო დამცველი  სასულიერო პირების მხრიდან “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმას ეხმაურება და გმობს ძალადობას. ომბუდსმენი მოუწოდებს, საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები.

”2021 წლის 4 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექციის ტერიტორიაზე სატელევიზო სიუჟეტის მომზადების დროს, ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტების მიმართ ადგილი ქონდა ძალადობრივ ქმედებებს იქ მყოფი სასულიერო და სხვა პირების მხრიდან. ჟურნალისტების განცხადებით დაზიანებულია მათი ტექნიკაც.

სამწუხაროა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ არის კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა (https://bit.ly/3tjFbRV). ჟურნალისტების მიმართ ბოლო პერიოდში გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის და დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების თაობაზე სახალხო დამცველის შეფასებები 2020 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშშიც არის ასახული (https://bit.ly/3b3KSNz).

სახალხო დამცველის აპარატი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით.

მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები. ამასთან, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა” – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

შესაძლოა კახა კახიშვილმა “ქართული ოცნება” დატოვოს

უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ქართული ოცნება დატოვოს. მისი თქმით, თუ მმართველი გუნდიდან...

საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს: შესაძლოა, ტერორის მიზნით თქვენთან ზარი შემოვიდეს

ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებით, შესაძლოა, ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს ტერორის მიზნით დაურეკონ, ან შეტყობინება გაუგზანონ,...

თბილისის 60 ქუჩა, რომელსაც ხვალ 18 საათით წყალი შეუწყდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, 14 მაისს, წყალმომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ბახტრიონის სატუმბო სადგურზე...

ჯაფარიძე: არიან პოლიტიკოსები, ვისთვისაც მომგებიანია, ხელახალი არჩევნები არ ჩატარდეს

"მთავარი კითხვა ახლა ოპოზიციურ ფლანგზე არის ის, თუ რომელი ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები...

ბარამიძე: რა თქმა უნდა, არ უნდა შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტში

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე ამბობს, რომ მისი პარტია არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა...

ჯაფარიძე: არ მაქვს სურვილი, ფრაქციულ მუშაობაში ან საპარლამენტო რუტინაში გადავეშვა

"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ფრაქციულ მუშაობაში ჩართვის სურვილი არ...

საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატებისა და M4-ის ტიპის იარაღის წარმოება დაიწყება

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატებისა და M4-ის ტიპის ავტომატების...

მელია: 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. ა მისი თქმით,...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...