დღესაც ვართ იქ, სადაც ვიყავი 90-იანებში – ირაკლი ღარიბაშვილი

”დღესაც ვართ, სამწუხაროდ, საუბედუროდ იქ, სადაც ვიყავი 90-იანებში, ისევ დაყოფა, ისევ ერთმანეთის სიძულვილი, ისევ ერთმანეთის ცილისწამება და ეს გაუთავებელი კინკლაობა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ლიტვის პრეზიდენტი, რომელთანაც მე ძალიან დამწუხრებული როდესაც ვსაუბრობდი ჩვენს ახლო წარსულზე და მათ შორის, პარალელს ვავლებდით, თუ როგორ გაიარა ბალტიის ქვეყნებმა ეს გზა და როგორ მიაღწიეს ევროკავშირთან ინტეგრაციას, ევროკავშირის წევრობას, ნატოს წევრობას და ამ დროს, ჩვენ გავიხსენეთ, თუ სად ვართ ჩვენ დღეს საქართველო და რა შეცდომები დავუშვით, მე ძალიან დამამახსოვრდა მისი ნათქვამი, რომ მაშინ, ლიტველი ხალხი იყო გაერთიანებული, მაშინ არ არსებობდა ფრაგმენტაცია, არ იყო ერი დახლეჩილი. ამ გაერთიანებამ მიაღწია და ლიტველ ხალხს შეაძლებინა ის, რომ დღეს ლიტვა, ბალტიის ქვეყნების წევრები, არიან ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები, არიან ძლიერი სახელმწიფოები და ჩვენ სად ვართ დღეს მეგობრებო, დღესაც ვართ, სამწუხაროდ, საუბედუროდ იქ, სადაც ვიყავი 90-იანებში, ისევ დაყოფა, ისევ ერთმანეთის სიძულვილი, ისევ ერთმანეთის ცილისწამება და ეს გაუთავებელი კინკლაობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ფული აქვთ აღებული სააკაშვილის ლობირებისთვის – კობახიძე ევროპარლამენტარებზე

"კონკრეტული, ერთი და იგივე გვარები, ლობისტები ჰყავთ ევროპარლამენტში, თუმცა მათი ხმა არ არის...

პანიკა დათესეს გვარამიამ, მელიამ – ღარიბაშვილი სპეცრაზმის მობილიზებაზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას სპეცრაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით და მას გამოგონილ ამბავს უწოდებს. მისი...

ვინ უშლის სააკაშვილს ჭამას? ის არასდროს იქნება პრივილეგირებული – პრემიერი

"ვინ უშლის ჭამას? რატომ შიმშილობს? პატიმარი სააკაშვილი არასდროს იქნება პრივილეგირებული. რამდენიმე ათასი პატიმარი ზის...

სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმიანება ოპოზიციის ნაწილისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ძალოვანი უწყებები...

ან მოსახლეობა გათავისუფლდება გავლენებისგან, ან მთავრობა სავალდებულო აცრას შემოიღებს – ცერცვაძე

"თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, დიდხანს ამ სიტუაციის შენარჩუნებაც ძნელი...

არასდროს საზოგადოება არ დაგვიყვია პოლიტიკური ნიშნით – კალაძე

"ბოლო 4 წლის განმავლობაში ორ მილიონამდე დახმარების მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს განაცხადი...

ოცნებას ყურადღება ზუგდიდზე გადააქვს, რათა გადაიფაროს თბილისის პროცესი – ხუხაშვილი

"ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ძალიან ჰგავს საომარი მოქმედებების ტაქტიკას, თავისი პროპაგანდისტული საინფორმაციო, საარტირელიო...

ე.წ. კოალიცია ვერ მოაგვარებს პრობლემებს, საკრებულოში ოცნება უმრავლესობითაა – კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად ამბობს, რომ ნიკა მელიას...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...