ევროკავშირი “ასტრაზენეკას” ვაქცინის შეჩერების წინააღმდეგია

“მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინაციის სიფრთხილის მოსაზრებით შეჩერების შესახებ, ჩვენს ევროპულ პოლიტიკასთან შესაბამისობაშია” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს, როცა “ასტრაზენეკას” კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერებაზე ისაუბრა. მან იქვე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესი შესაძლოა სწრაფადვე აღდგეს, თუკი ისინი ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორისგან შესაბამის გზამკვლევს მიიღებენ.

ორშაბათს “ასტრაზენეკას” პროდუქტით ვაქცინაციის შეჩერების გადაწყვეტილება 70 ქვეყნიდან, სადაც მას იყენებენ, მიიღო იტალიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ, სლოვენიამ და კვიპროსმა. მანამდე კი ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის და “ასტრაზენეკას” ერთობლივი ვაქცინის გამოყენების შეჩერება გადაწყდა ავსტრიაში, ლუქსემბურგში, დანიაში, ირლანდიაში, ნორვეგიაში, ბულგარეთში და ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში.

პრობლემა ევროკავშირში ამ ვაქცინით აცრილ 17 მილიონზე მეტ ადამიანში განვითარებულ სისხლის კოლტების წარმოქმნის 37 შემთხვევაშია, რაც შესაძლოა საერთოდ არ უკავშირდებოდეს ვაქცინაციას. თუმცა, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში თვლიან, რომ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს და დაზუსტდეს. “ასტრაზენეკას” საშუალებით კოვიდ-19-ზე მასობრივ ვაქცინაციას აგრძელებს ავსტრალია, კანადა, ბრიტანეთი და რამდენიმე ათეული სხვა ქვეყანა.

ევროკავშირის მარეგულირებელმა (EMA) ორშაბათს განაცხადა, რომ ისინი ხუთშაბათს შეიკრიბებიან, განიხილავენ ვაქცინაციის შედეგებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ ოქსფორდის და “ასტრაზენეკას” ერთობლივ ვაქცინასთან დაკავშირებით. თუმცა, ევროკავშირი იქვე აცხადებს, რომ მანამდე ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ვაქცინაციის პროცესი.

ბრიტანეთი, სადაც “ასტრაზენეკას” ვაქცინით უკვე 11 მილიონზე მეტი ადამიანი აცრეს, ვაქცინაციის შეჩერებას არც განიხილავს. ორშაბათს ბრიტანეთის მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტომ (MHRA) სპეციალური განცხადება გააკეთა. “ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ ანგარიშებს, მაგრამ ვაქცინის დიდი რაოდენობით ადმინისტრირების გათვალისწინებით და თრომბის შემთხვევების განვითარების სიხშირის მიხედვით, რაც ბუნებრივად შეიძლება მოხდეს, მიღებული მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ ამის მიზეზი ვაქცინაა” – ამბობს ექიმი ფილ რაიანი, ბრიტანეთის მარეგულირებელი სააგენტოს ხელმძღვანელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს დოკუმენტირებული ინფორმაცია, რომელიც “ასტრაზენეკას” ბრიტანული ვაქცინის გამოყენებას ადამიანის სიკვდილთან აკავშირებს. ორშაბათს ჯანმოს წამყვანმა მეცნიერმა სომია სვამინატანმა თქვა, რომ სისხლის შედედების და კოლტების წარმოქმნის შემთხვევები ვაქცინაციას არ უკავშირდება.

ჯანმო ამ პრობლემასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. ისინი “ასტრაზენეკას” კოვიდ-19-ის ვაქცინის უსაფრთხოების მონაცემებს განიხილავენ და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ, თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმიერმა. საკითხს ვაქცინის უსაფრთხოების მრჩეველთა გლობალური კომიტეტი სწავლობს.

“ასტრაზენეკაში” სხვადასხვა ქვეყანაში აცრილი ადამიანის 10 მილიონზე მეტი ინფორმაცია გადაამოწმეს და კვლევა “არ აჩვენებს ემბოლიის ან თრომბოზის გაზრდილ რისკს არცერთ ქვეყანაში” – უთხრა “ასტრაზენეკას” პრესსპიკერმა ტელეკომპანია “სი-ბი-ესს”. “სინამდვილეში, დაკვირვება აჩვენებს, რომ მსგავსი მოვლენების რიცხვი აცრილებში მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე აუცრელ ადამიანებში” – აცხადებს “ასტრაზენეკა”.

შეერთებულ შტატებში “ასტრაზენეკას” ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების განხილვა უახლოეს დროში იგეგმება. ექიმი ფრანცის კოლინსი, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების დირექტორი ამბობს, რომ საგანგებო ავტორიზაცია, საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ “ასტრაზენეკას” შესაძლოა მომდევნო ერთი თვის მანძილზე მიანიჭოს.

წყარო: ამერიკის ხმა

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია...

აშშ–მ რუსეთს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს სანქციები დაუწესა. მიზეზი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევა,...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები 19 აპრილს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა...

ბოლქვაძე მაყაშვილზე: 10 წლის შემდეგ იძახის, რომ ძალადობა მოხდა,10 წელი სად იყო?

"10 წელი სად იყო?"- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, რომელშიც...

ბოლქვაძე: ადამიანები იქექებიან ნაგავში, მაგრამ პარიზშიც არის ეგ

ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ უყურებს, საქართველოში როგორ იქექებიან ადამიანები ნაგავში, თუმცა ეს...

რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მერიამდე მსვლელობას აწყობენ

რიონის ხეობის მცველები სოფელი გუმათიდან ქუთაისის მერიამდე მსვლელობას მართავენ. აქციის ორგანიზატორები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ....

გამყრელიძე: სანთელი დავანთოთ და კვერცხი გავაგოროთ, არ გვინდა იქ ქეიფი და სმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, საფლავზე არ იქეიფონ. "აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე...

ზელენსკი: დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ზე შემოთავაზება მიიღონ

ქუკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო