ევროკავშირი განვითარებად ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინით დაეხმარება

ევროკავშირი  წლის ბოლომდე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს 100 მილიონ დოზა კოვიდ-19-ის ვაქცინას გაუგზავნის. ბრიუსელში გამართულ ორდღიან სამიტზე ისაუბრეს იმაზეც, რომ ყველაზე ღარიბ ქვეყნებს ევროკავშირი ვაქცინების წარმოების საშუალებას მისცემს.

თავდაპირველად, ევროკავშირი მკაცრად გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ვაქცინების შესყიდვა და გავრცელება დააგვიანა. თუმცა, ევროკავშირის ლიდერები ახლა ამბობენ,  რომ 1,8 მილიარდი დოზა ვაქცინა აქვთ დარეზერვებული იმისთვის, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში ბლოკის 27-ივე წევრი უსაფრთხოდ იყოს. დოზების ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც გაუნაწილონ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დელ ლეიენმა თქვა: “ჩვენ ვმუშაობთ იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ევროპის გუნდი მილიარდ ევროს გამოყოფს აფრიკაში ვაქცინების წარმოებისთვის, ეს სპეციალური ინიციატივაა, რომელიც ჩვენი აფრიკელი პარტნიორებისგან მოდის”.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში, ივლისის ბოლოსთვის, ზრდასრული მოსახლეობის, დაახლოებით, 70%-ის აცრა იგეგმება. ახლა ევროპის სამედიცინო სააგენტოები განიხილავენ იმას, დაიწყონ თუ არა 12-15 წლის ასაკის მოსახლეობის ფაიზერის ვაქცინით აცრა.

გარდა ამისა, ევროკავშირი სპეციალური კოვიდ პასპორტების შემუშავებაზეც მუშაობს. ის ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, ვინც სრულადაა ვაქცინირებული, აქვს იმუნიტეტი ვირუსისგან დასაცავად, ან მიიღო უარყოფითი კოვიდ ტესტი.

“პოლიტიკაში მოვდივარ“ – მოცურავე ნანა ნებიერიძე გახარიას გუნდს უერთდება

სპორტსმენი ნანა ნებიერაძე გიორგი გახარიას პარტიას უერთდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ...

“იმედია თბილისელები მხარს დაუჭერენ სიკეთისა და კეთილდღეობის ელჩებს“–კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების კანდიდატები პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დაასახელა. კალაძის...

კელი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა. ამის შესახებ...

სუსი მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა – არასამთავრობოები გასაჯაროებულ ჩანაწერებზე

სუს მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა - საქართველოში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების...

ეს პროცენტები არ არის დამაჯერებელი – სამხარაძე IRI-ს კველვაზე

IRI- ის კვლევაში მოყვანილი პროცენტები დამაჯერებელი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა...

მოსახლეობის 45% COVID-19-ის ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს – IRI

აერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 45% კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთებას...

მოსახლეობის 25% ყველაზე სანდო ვაქცინად Pfizer-ს მიიჩნევს, სინოფარმს 8%, ასტრაზენეკას 7% – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 25% ყველაზე სანდო ვაქცინად Pfizer-ს მიიჩნევს,...

მოსახლეობის 51% ხელუსუფლების მუშაობით უკმაყოფილოა – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 51% ხელისუფლების მუშაობას ნეგატიურად აფასებს....

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...