ევროპა საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

ევროპა თანდათანობით საკარანტინო შეზღუდვების გაუქმებას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შემოიღეს. ლღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში მაღაზიები გაიზხსნა და შემზღუდავი ზომები შესუსტდა. ერთთვიანი კარანტინის შემდეგ, როცა მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქტით ვაჭრობა შეიძლებოდა, მაღაზიები იხსნება შვეიცარიაში, ჟენევის კანტონში.

სათამაშოების, ტანსაცმლის და წიგნების მაღაზიები გაიხსნა პარიზშიც. ამგვარად, ბიზნესი მყიდველის გარეშე არ დარჩება ყველაზე მომგებიან წინასაშობაო პერიოდში. პირველ მყიდველებს დღეს  ზოგ მაღაზიაში  აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ. საფრანგეთის ხელისუფლებამ “შავი პარასკევი“ მომავალი კვირისთვის გადაიტანა, რათა ონლაინ მოვაჭრეებს უსამართლო პრივილეგიით არ ესარგებლათ.

ვაჭრობა განახლდა მთელ პოლონეთში, თუმცა მაღაზიის მფლობელებს კვლავ ევალებათ ზოგიერთი შეზღუდვის დაცვა: შენობაში 10 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი კლიენტის დაშვება შეიძლება.

შეზღუდვები მსუბუქდება გერმანიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში.

იტალიის ხელისუფლება კვირიდან ნაწილობრივ ხსნის კარანტინს ლომბარდიის და პიემონტეს რეგიონებში, ქვეყნის ჩრდილოეთით. ასევე სამხრეთით კალიბრიაში, სადაც საფრთხის დონე წითელის ნაცვლად ნარინჯისფერი გახდა.

ირლანდია შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის, რათა მეწარმეებს მუშაობის განახლების უფლება, მოქალაქეებს კი შობის ერთად გატარების უფლება მისცეს.

ბულგარეთში კი პირიქით, დღეს ბოლო დღე იყო, როცა ადამიანებს მაღაზიაში და რესტორნებში სტუმრობა შეეძლოთ. მომავალი კვირიდან აქ შეზღუდვები შედის ძალაში იმის გამო, რომ ქვეყანაში ევროკავშირის სივრცეში დაინფიცირების ყველაზე მაშტაბური ზრდა დაფიქსირდა.

“სტრატეგია აღმაშენებელი” პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს ამბობს – პარტიის განმარტება

პოლიტიკურმა პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს პრეზიდენტთან დღეს დანიშნულ შეხვედრაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ანულირების...

ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერს – თალაკვაძე სუსის დოკუმენტზე

ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერს  - ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის წევრი,...

ნეტა, ყველამ მისმინოს და გაითვალისწინოს, რასაც ვამბობ – დავითულიანი ფარულ მოსმენაზე

"ნეტა, ყველამ მისმინოს და გაითვალისწინოს, რასაც ვამბობ. თქვენ აკეთებთ ინტერპრეტაციას, კანონი ითვალისწინებს ფარულ მოსმენა-მიყურადებას....

ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ.ამის შესახებ...

ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი დღეს, 2 აგვისტოს, დღის განმავლობაში, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური...

ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს – ღარიბაშვილი

ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. როგორც...

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 286, ხოლო გარდაიცვალა  23 ადამიანი. ბოლო 24 საათში...

აბაშაში თხილის საკრეფად წასულ კაცს ეძებენ

აბაშაში, სოფელ ქოლობანში თხილის საკრეფად წასული კაცი გაუჩინარდა. ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...