ელისაშვილი ოპოზიციიდან უკვე გარიყულია, თვენახევარია ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პარტნიორია-ბოკერია

ალეკო ელისაშვილი დღეს არის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პარნტიორი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა“დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

“თითქმის თვენახევარია ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს ბატონმა ელისაშვილმა და მისმა ამფსონმა იოსელიანმა და მერე შეუერთდა „გირჩის“ განაყოფის რამდენიმე ადამიანი. ძალიან სამარცხვინო ფორმა შეიძინა ამან, რაც დრო გავიდა და გუშინ საერთოდ საკუთარი რეკორდები მოხსნა ბატონმა ელისაშვილმა. განსხვავებული აზრი საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა, თუმცა გააჩნია აზრსაც, მაგრამ რამდენიმე პირმა ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო ლანძღვით, იმ ბრალდებების გამეორებით, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ტირაჟირებს ხოლმე, რომ „რევოლუციისთვის, ძალადობისთვის ემზადებიან“, დაკომლექსება და ძირითადად ჩვენს სახელს იყენებენ ხოლმე, რომ ვიღაც ზეწოლის ქვეშაა, რაც ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ადამიანებისთვის, ვისაც თავისი ნება და პოზიცია აქვს. საზოგადოების თვალში უიმედობის დანერგვისთვის ამას ივანიშვილის რეჟიმი ეფექტურად გამოიყენებს, ამაში მდგომარეობს ზიანი.

ძალიან ცნობილი უხეში გამონათქვამია: (პოლიტიკურად ვამბობ, ფიზიოლოგიურად არა) – სიბინძურეს რომ შეეხები, შენც ბინძური ხარ. გუშინ რაც ვიხილეთ, რა მიზანსცენაც იქნა დადგმული ბატონი ხაზარაძის წინააღმდეგ, ძალიან უსიამოვნო საყურებელია. არაკორექტული იყო როგორც მოხდა ეს ყველაფერი. თუ დებატებია, უნდა აუხსნა, რომ დებატებია, თუ არადა საჩხუბრად მიშვება მითუმეტეს ადამიანის, რომელსაც არანაირი მუხრუჭი არ აქვს მორალური, არ არის კარგი საქციელი მედიის მხრიდან. ეს ყველაფერი გაცდა იმ ზღვარს, როცა მკაფიო უნდა იყოს ყველასთვის, როგორ უყურებს ამ რამდენიმე ადამიანის საქციელს,“ – განაცხადა ბოკერიამ.

მობილობის შეზღუდვა შესაძლებელია ისევ დადგეს დღის წესრიგში – გაბუნია

"დამატებითი მობილობის შეზღუდვა შესაძლებელია ისევ დადგეს დღის წესრიგში, თუ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობა...

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მძლეოსანს დოპინგი აღმოუჩინეს

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ ბენიკ აბრამიანს, დოპინგი დაუდასტურდა. ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ...

“აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე” – ირმა ინაშვილი პუტინს მიმართავს

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანის ლიდერი ირმა ინაშვილი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს. მისი თქმით, ქართული...

საქართველოს მთავრობა თითქოს ცდილობს, გააქროს ნატოსა და EU-ში გაწევრიანების შანსები – ილვესი

"ცუდია ის, რომ შეთანხმება გაუქმდა, მეორე - თავის იმით მოტყუებაა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა...

დადასტურდა კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 34 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო 1895 გამოჯანმრთელდა. 3...

კახეთში 14 წლის დაკარგულ მოზარდს ეძებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ. სოფელ თამარიანში მცხოვრები 14 წლის ბიჭი 2...

არავის ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მაქვს ასეთი მხარდაჭერა – კალაძე IRI-ზე

"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის...

როგორი ამინდი იქნება 7 აგვისტომდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლებელია...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...