ელჩი წარმოადგენს საქართველოში ჩვენს ინტერესებს – გერმანიის საგარეო ფიშერზე

გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში თავის ელჩს. წარმოადგენს ჩვენს ინტერესებს საქართველოში – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში თავის ელჩს. ის წარმოადგენს ჩვენს ინტერესებს საქართველოში. მისი მოვალეობა – იცოდეს, რა ხდება საქართველოში და ესაუბროს ყველა შესაბამის პირს, როგორც ეს ვენის კონვენციაშია მითითებული.

30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანია საქართველოს დიდი პარტნიორი და მეგობარი იყო. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესება. ჩვენ უარვყოფთ ჩვენსა და ჩვენი დიპლომატიური პერსონალის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს.

ურთიერთობების აღდგენა საქართველოზეა დამოკიდებული”, – აცხადებს სპიკერი.