ენერგოკომპანიები უკმაყოფილოები არიან, ყველა ხარჯი არ გავითვალისწინეთ – ნარმანია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ტარიფის ზრდით ენერგოკომპანიები უკმაყოფილოები არიან, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება.

ნარმანია ირწმუნება, რომ სემეკი “ობიექტური აუცილებლობიდან გამოვიდა” და არ გაცდა დადგენილ წესებსა და პრინციპებს.

სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, კომისიამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში “საკმაოდ სიღრმისეულად” შეისწავლა კომპანიების მიერ წარდგენილი სატარიფო განაცხადები.

“ამ ეტაპისთვის, ჩემი აზრით, მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება“. თელასისა და ენერგო-პრო ჯორჯიასთვის ჯამში, აუდიტის შედეგად, 30 მლნ ლარზე მეტი არ იქნა გათვალისწინებული. გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო დადასტურებული დოკუმენტურად, ჩვენი აუდიტის წესების მიხედვით, ასევე არ ითვალისწინებდა მეთოდოლოგია ტარიფში ამ ყველაფრის ასახვას.

მხოლოდ აუცილებელი პროექტები დავტოვეთ, რომელიც ელექტროენერგიის უსაფრთხო და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით და სპეციალური ფორმულით დავიანგარიშეთ ტარიფები”,– ამბობს ნარმანია საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

მისივე მტკიცებით, თუ სემეკი კომპანიების ყველა ხარჯს და პროექტს გაითვალისწინებდა, ტარიფი მინიმუმ 1.5-ჯერ გაიზრდებოდა.

ცნობისთვის, დენის ტარიფი მოქალაქეებისთვის 3.5 თეთრით, ხოლო კომპანიებისთვის 11 თეთრით გაძვირდა.

ნავალნი მოსკოვშია – თვითმფრინავი შერემეტოვის აეროპორტში დაჯდა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთშია. მოსკოვში, ვნუკოვის საერთაშორისო აეროპორტი ჩამომსვლელი ფრენებისთვის დახურეს. თვითმფრინავი, რომელშიც...

“სახლში მივფრინავთ” – ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ის მეუღლესთან ერთად ბერლინიდან უკვე გაფრინდა და...

საიას ახალი თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის...

გირჩი – მეტი თავისუფლება: დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა, აღდგეს სატრანსპორტი მიმოსვლა

"გვაცადეთ მუშაობა!" – ამ მოწოდებით "გირჩი – მეტი თავისუფლება" განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცადებით, გირჩი პანდემიის...

შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა – მაშველები ეკიპაჟის წევრების გადარჩენას ცდილობენ

შავ ზღვაში, თურქეთის პროვინაცია ბართინის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. მაშველები გემის ეკიპაჟის 15...

როგორი ამინდი იქნება 23 იანვრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან...

არ შეიძლება, ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს, ახსნან, რას წარმოადგენს – მეუფე თეოდორე

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე აცხადებს, რომ "არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს." მისი თქმით,...

მათი გავლენა მსოფლიოში ნულია, კომპეტენცია არ აქვთ – ჩალაძე ხელისუფლებაზე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომპეტენცია და მსოფლიოში გავლენა...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო