“ენით აუწერელი შეურაცხყოფაა, უძლური ვარ და ძალიან მტიკვა გული”- შალვა რამიშვილი პოზნერის სტუმრობაზე

“როცა სტუმარს ასე ექცევი, ენით აუწერელი შეურაცხყოფაა” – ასე ეხმაურება, შალვა რამიშვილი, რუსი ჟურნალისტის, პროპაგანდისტის და პუტინთან დაახლოებული პირის, ვლადიმერ პოზნერის სტუმრობას თბილისში.

”თიკა კანდელაკი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. 1994 წელს მოვიყვანე 105 ში. “სკურპულოზულად” ვიცნობთ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ ეს გოგო ჩემი ცხოვრების ნაწილია… ჩემი ახალგაზრდობის ნათელი ფერი.

ყოველ წელს ჩამოდის ოჯახთან ერთად და აქ აღნიშნავს დაბადების დღეს. მეც ვმასპინძლობ.
წარმოვიდგინე რესტორანთან უჯიშო მიშას უჯიშო ზონდერების ბრბო რომ დახვდეს და შეურაცხყოფა მიაყენოს მას ან მის ქმარ-შვილს.

ყველაზე შავი დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში რადგან უძლურებისგან შეიძლება ბავშივით ავტირდე.
ერთია როცა შენ გაგინებენ და გიჭერენ … ამას კაცი აიტან. ხურდას დაუბრუნებ და თავს გადადებ.
აი როცა შენს სტუმარს ექცევიან ასე, შენ კი ვერაფერს ვერ შვები (იმავე სტუმრის უსაფრთხოების გამო) ეს ენით აუწერელი შეურაცხყოფაა.

ამ სიგიჟემდე ჩვენი ქვეყანა მიიყვანა შლეგი ადამიანების ისტერიამ. მანქურთებისა, რომლებიც ფარად ხან “პატრიოტიზმს” ხან “დემოკრატიას” ხან “თავისუფლებას იყენებენ.
პოზნერს აგინებენ მაგრამ ბურჯანაძეს ტაშს უკრავენ მიტინგებზე.

პოზნერს აგინებენ და ეფესბესთან მოთანამშრომლე ოქრუაშვილს თავისი გუნდის წევრად თვლიან
პოზნერს აგინებენ და დუმაში “პაკლონზე” მისულ ნატო ჩხეიძეს ემეგობრებიან.
აი ასეთი საქართველო მივიღეთ ჩვენ.

უძლური ვარ და ძალიან ძალიან მტიკვა გული”- წერს შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 50–მდე მეგობართან ერთად დაბადების დღის ასაღნიშნად 31 მარტს, საღამოს ჩამოვიდა. ისინი რესტორან “რუმსში” ჩერდებოდნენ თუმცა სავახშმოდ “ვინოტელში” გადაინაცვლეს, სადაც აქტივისტებმა აქცია გამართეს. შრომის ინსპექციამ როგოროც სასტუმროს სტუმრები, ისე სასტუმრო, დააჯარიმა. პოზნერი და მისი მეგობრები პოლიციამ კორდონის დახმარებით გაიყვანა და სასტუმრო “რუმსში” დააბრუნა, სადაც შემდეგ შეკრებილმა აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი საქართველოს ტოვებს და მისთვის ჩარტერული რეისი დილის 6 საათზე ჩაინიშნა.  პოზნერის დაგეგმილზე ადრე გამგზავრება, თბილისში განვითარებულს მოვლენებს უკავშირდება. ის  საქართველოში გაჩერებას 3 აპრილამდე გეგმავდა.

“ მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!“–მელიას წერილი ციხიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე

შარლ მიშელის დოკუმენტის ბოლო ვერსიას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს,...

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ – კელი დეგნანი

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ - განაცხადა, ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ...

ხელისუფლების პასუხი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე

მმართველი პარტია, მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული ახალი...

“ოცნების” დეპუტატებს ყავაზე დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, მათ ბავშვებსაც გავიცნობთ – მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმისათვის,რომ მმართველი პარტიის წევრებთან "ადამიანური" ურთიერთობა...

პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება – მეგრელიშვილი

„საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება“- ამის შესახებ, პარტია "გირჩის" ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი...

ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო, პარლამენტში ჩავხედავთ თვალებში! – ალეკო ელისაშვილი

"ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო, პარლამენტში ჩავხედავთ თვალებში! "- ასე ეხმაურება, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი,...

რატომ 43% და არა 50%? – მიხეილ სააკაშვილი მიშელის დოკუმენტზე

"რატომ 43% და არა 50%?"- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის გაუგებარია დასავლელი პარტნიორების მიერ...

„გირჩმა“ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

„გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის...

სხვა სიახლეები

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს...

შოუ ბიზნესი

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ვიდეო