ენმ-ის ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს – მდინარაძე დმანისზე

” ახლა „ნაცებს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, რადგან ამ დღეებში მცდელობების კასკადი იყო, ვიღაცა პროვოკაციაზე წამოეგოთ და მოახერხეს ”- ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებას.

„მე რაც ვიცი, იქ მოხდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება. რაც არ უნდა პროვოკაცია ყოფილიყო, რაც გასაგებია რომ ასე იყო, ამას რაც არ უნდა საფუძველი ჰქონოდა, დანაშაულს გამართლება არ აქვს. ამ ქვეყანაში, არავინ დააფარებს ხელს თუ კონკრეტული დანაშაულის ნიშნები სადმე არის და ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს არის. დარწმუნებული ვარ, შსს და პროკურატურა თავის საქმეს გააკეთებენ. არავინ აპირებს დაიცვას ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ ის პროვოკაციაზე წამოაგეს, თუ მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი და ის ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ, ახლა „ნაცებს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, იმიტომ, რომ ამ დღეებში, მცდელობების კასკადი იყო, რომ ვიღაცა პროვოკაციაზე წამოეგოთ და ამ შემთხვევაში, მოახერხეს. ძალიან უხარიათ, მაგრამ გასახარად საქმე არავის აქვს იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ადამიანები არიან დაზიანებულები ვისი მომხრეებიც არ უნდა იყვნენ, მეორე – არავინ აპირებს ხელის დაფარებას. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებების მინიმალური სტანდარტი, რაც ბრალდებისთვისაა საჭირო შეიქმნება თუ არა , იმ წამსვე მოხდება რეაგირება“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, დმანისში, დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, სოფელ განთიადში დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით არის დაჭრილი.

სად შეიკრიბა ამდენი დაბოღმილი, გაუბედურებული ადამიანი – კალაძე ოპოზიციაზე

"ნახეთ უბრალოდ, რა ლექსიკით საუბრობენ, არ ვიცი, სად შეიკრიბა ამდენი დაბოღმილი, გაუბედურებული ადამიანი, ეს...

ასეთ სამარცხვინო კაცს როგორ შეიძლება ვინმემ ხმა მისცეს?! – კობახიძე ანზორ მელიაზე

"რაც შეეხება მამა მელიას, რომელიც გაწირეს უბრალოდ სირცხვილისთვის. კაცს ეკითხებიან, რამდენია ზუგდიდის ბიუჯეტი და...

გიორგი კირთაძე – 51,3% არჩილ ჩიქოვანი – 48,7% – IPSOS-გლობალის კვლევა...

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე:  მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

ხატია დეკანოიძე – 51,7% იოსებ ხახალეიშვილი – 48,3% – IPSOS-გლობალის კვლევა...

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

ანზორ მელია – 54,7% მამუკა წოწერია – 45,3% – IPSOS-გლობალის კვლევა ზუგდიდში

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

დავით კირკიტაძე – 53,1% ნინო ლაცაბიძე – 46,9% – IPSOS-გლობალის კვლევა რუსთავში

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

ნიკა მელია 48.4%, კახა კალაძე 51,6% – IPSOS-გლობალის კვლევა

"მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე:  მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯიც დაიცავს

მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი იურისტი, ჯონ სენდვიჯი ერთვება. ამის შესახებ ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა გაავრცელეს. ნიკა გვარამიას...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...