ენმ პოლიტიკურ პროფილაქტიკაშია, იანვრის ბოლოს გამოვა მწყობრში, მთავარ პოლიტიკურ ლიანდაგზე – მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს,  რომ ენმ ამჟამად პოლიტიკურ პროფილაქტიკაშია და მაქსიმუმ, იანვრის ბოლოს მწყობრში, მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე დადგება.

“ნაციონალური მოძრაობა ამჟამად პოლიტიკურ პროფილაქტიკაშია რემონტზე, მაქსიმუმ იანვრის ბოლოს გამოვა დაბერილი საბურავებით, შესწორებული ყველა ნაწილით რომელიც იყო ავარიული, მწყობრში მოყვანილი მანქანა დადგება მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე, პირველივე დღიდან ამ ყველაფერში დარწმუნდება საზოგადოება”, – განაცხადა ნიკა მელიამ “ღამის მთავარში”

მისივე თქმით, პარტიაში მოვლენ საჭირო ადამიანები და სპეციალურად არ იყენებს ტერმინს “ახალი სახეები”, რადგან ეს პანაცეა არ არის.

“ჩვენ ვერ გადავხალისდით ისე, როგორც ეს საჭირო იყო, მე განგებ არ ვიყენებ ფრაზას “ახალი სახეები”, ახალი სახეები არაა პანაცეა, მე ვიტყოდი ასე – საჭირო ადამიანები – არა მაინცდამაინც ცნობადი სახეები, – ასეთებს იხილავენ იანვარში ბევრს ენმ-ს მხარდამჭერები, რომლებიც თავად იტყვიან, რატყმ გადაწყვტეს ახლა შემოერთებოდნენ ამ მართლც უნიკალურ გაერთიანებას, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს უახლეს ისტორიაში”, -თქვა ენმ-ს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ გასულ კვირას ღია, ფეისბუქ კენჭისყრით აირჩიეს. ნიკა მელიამ ხმების 64.9% მიიღო, მისი კონკურენტი ლევან ვარშალომიძე იყო. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები მას შემდეგ გაიმართა, რაც გრიგოლ ვაშაძემ თანამდებობა დატოვა.

დღეს სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს,...

დავით ზალკალიანი ვიცეპრემიერად დაინიშნა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება საქართველოს დეოკუპაცია და ინტეგრაცია, ამიტომ ლოგიკურია, რომ...

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი

ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი....

საქართველოში COVID-19-ის 1137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 179 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა...

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი რუსეთის მოქალაქე დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრმ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული...

ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება, ისინი ჩემზე ადრე შევლენ პარლამენტში – ხვიჩია

გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას აზრით,  "ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება" და ისინი მასზე ადრე შევლენ...

ბაიდენს დღეს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა – ხაზარაძე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სიტყვამ თავისი პარტიის პროგრამა გაახსენა. "ჩვენ გვაქვს...

ამერიკა დაბრუნდა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო