ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის 12-მა კანდიდატმა მე-2 ტურში კანდიდატურა მოხსნა

“ენმ-ძალა ერთობაშია” აცხადებს, რომ მათი ბლოკიდან მეორე ტურში გასული 12 კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მაჟორიტარობის კანდიდატებმა, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი ბოტკოველმა და დავით კირტიკაძემ ისაუბრეს.

“მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ჩემი რაიონის მცხოვრებლებს მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა იმ ცირკში, რომელსაც 21 დადგამს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. თითოეული ადამიანი, რომელიც მივა საარჩევნო უბანზე, ფაქტობრივად, აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანაში მყარდება დიქტატურა. ამიტომ მნიშვნელოვანია, მეგობრებო, არ მივცეთ იმის შესაძლებლობა ქართულ ოცნებას და თამარ ჟვანიას, რომ გააპრავონ ხელისუფლების მიტაცება. მნიშვნელოვანია, რომ ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე”,– ამბობს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ენმ–ძალა ერთობაშიადან არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად მოხვდნენ: ხატია დეკანოიძე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, დავით კირტიკაძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ბოტკოველი, გრიგოლ ვაშაძე, მალხაზ ჯალაღონია, მიშა ბოლქვაძე, კახა გეწაძე, ნატო ჩხეიძე და ცეზარ ჩოჩელი.

Holoseum დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილება და მუშაობას აგრძელებს

მუზეუმი Holoseum დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილება და მუშაობის გაგრძელებას აპირებს. "მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ...

ხვალ სასამართლოსთან მელაშვილი-ილიჩოვას პროცესის პარალელურად აქცია გაიმართება

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესის პარალელურად სოლიდარობის აქცია გაიმართება. "ხელისუფლება...

ახალგაზრდა კაცი ქვის საამქროში მძიმედ დაშავდა – ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს

ღამით ჩოხატაურში ახალგაზრდა კაცი ქვის საამქროში მუშაობისას მძიმედ დაშავდა. მას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ექიმებმა...

2 დღეში შრომის ინსპექციამ 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309-ს საქმიანობა შეუჩერა, 2 738 გააფრთხილა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყნის...

Reformerfitness-ის დარბაზს ვქირაობ ჩემს სახლად, მოდით და ივარჯიშეთ – ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა და ის ფიტნეს დარბაზი იქირავა, რომელიც დაწესებულ...

კახი კავსაძეს COVID-19 დაუდასტურდა, ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი მდგომარეობაში...

აცრა კრიზისის წინააღმდეგ: გადაარჩენს თუ არა Covid–ვაქცინები მსოფლიო ეკონომიკას

ერთდროულად რამდენიმე ვაქცინის გამოჩენამ კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნები გამოაცოცხლა და იმედი გაუჩინა. აცრებმა ახლო მომავალში...

30 ნოემბრიდან მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცდაზე ვეღარ გავლენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო