ეპიდვითარების გამო, “დროა” საარჩევნო კამპანიისას ხალხმრავალ შეკრებებზე უარს ამბობს

გაუარესებული ეპიდვითარების გამო, პარტია ელენე ხოშტარია – დროა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე უარს ამბობს. არცელებულ განცხადებაში ”დროა” ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმონ ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რომელიც, შესაძლოა, ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს.

“საქართველოში საგანგაშო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბოლო 24 საათში კორონა ვირუსით 5697 ადამიანი დაინფიცირდა და 54 მათგანი გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ აწარმოა ვაქცინაციის ეფექტური კამპანია, თავადვე არღვევს რეგულაციებს. ეპიდემიოლოგების მოწოდების ფონზე, რომ თავი შევიკავოთ მასობრივი თავყრილობებისგან, მთავრობა აწყობს მასობრივ კონცერტებს და მეტიც, ამაში 700 000 ლარს ხარჯავს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი მონაწილეობს „ქეიფში“ და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

პარტია “ელენე ხოშტარია – დროა” მოვითხოვთ ხელისუფლებისგან:

• დაუყოვნებლივ გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რაც დიდი ალბათობით გახდება ადამიანების ინფიცირების წყარო.

• გახსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ დარეგისტრირებას და ვაქცინის გაკეთებასაც. ხშირად, რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, აცრის პუნქტები შორს არის, რაც დამატებითი დაბრკოლებაა ვაქცინაციის მსურველებისთვის.

მზად ვართ, მოხალისეობისთვის და ნებისმიერ თქვენგანს დავეხმარებით ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესში. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დაგვირეკეთ ნომრებზე – 599 192 277; 598 642 956;

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობისა და მოახლოებული არჩევნებისა, პარტია “ელენე ხოშტარია – დროა” უარს ვამბობთ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე. მოვუწოდებთ ყველას, კამპანია ჩავატაროთ უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით – პირბადითა და სოციალური დისტანციის დაცვით”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეწუხებული ვარ ბაიდენის კომენტარით, მუქარას არასწორად ხედავს – პორტმანი

"ღრმად შეწუხებული ვარ აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარით, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის თავდასხმა შესაძლოა...

რუსეთი ემუქრება უკრაინას, მაგრამ მისი მიზანი მოიცავს საქართველოსაც – ლანდსბერგისი

"რუსეთის მიზანი  რეგიონში სტრატეგიული ცვლილებაა და წარმოდგენილი მოთხოვნები ეხება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და...

დადასტურდა COVID-19-ის 6351 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 27 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი, ხოლო...

ვვარაუდობ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება – ბაიდენი

ჯო ბაიდენის თქმით, მისი ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მაგრამ ეს არ იქნება "სრულფასოვანი შეჭრა". მისი...

უკრაინა შოკირებულია, ბაიდენმა რუსეთის “მცირე შეჭრას” მწვანე შუქი აუნთო – CNN

უკრაინელი ოფიციალური პირი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ "შოკირებულია, რომ ბაიდენი ერთმანეთისგან განასხვავებს შეჭრასა და...

ბლინკენი: რუსეთს უკრაინაში აგრესიის განახლება ძვირი დაუჯდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან შეხვედრისას თქვა, რომ არსებობს დიპლომატიის...

თანდათანობით ყველა ეგუება აზრს, რომ სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა – კობახიძე

"ზოგადად, მგონია, რომ აბსოლუტურად არარეალურია ყველა მსგავსი ინიციატივა, ზოგი საუბრობს უკრაინაში გაშვებაზე, სხვა ქვეყანაში...

ომიკრონს ძალიან ნუ გავუშინაურდებით, თავი დავიცვათ – პაატა იმნაძე

"ომიკრონი უკვე საკმაოდ პრევალირებს ჩვენს ქვეყანაში. ომიკრონს ძალიან ნუ გავუშინაურდებით, რადგან ბევრი დარწმუნდა უკვე,...

“სტრასბურგის ზოოპარკიდან წეროს კვერცხები წაიღო” – NY TIMES-ის სტატია “ხეებით შეპყრობილ“ ივანიშვილზე

"ხეების სიყვარული თუ ძალის დემონსტრირება?" – New York Times-ი "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე ამ სათაურით  სტატიას აქვეყნებს. მასში საუბარია "ხეებით შეპყრობილ" ოლიგარქზე და...

ევროკავშირმა აშშ–ში აღიარებული ალცჰეიმერის საწინააღმდეგო წამალი არ დაამტკიცა

ევროკავშირმა უარი თქვა ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად შექმნილი ახალი პრეპარატის გამოყენებაზე თანხმობა გაეცა იმ მოტივით, რომ ის უსაფრთხო არ არის.  საქმე ეხება ადუკანუმაბს. ეს არის...

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილობილი, რომელსაც ის საჩუქრებით ანებივრებს

უკვე ათ წელზე მეტია ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ყოველდიღურად იმყარებს საზოგადოებაში სენტიმენტალური, მგრძნობიარე და თავდადებული დიდის იმიჯს, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, მათ შორის ნაშვილებ...