საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი და ერთადერთი სწორი ნაბიჯი ხელახალი არჩევნებია. ჯანელიძე მინისტრის პოსტს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, 2015-2018 წლებში იკავებდა.
“ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ”, – წერს ჯანელიძე.
დღეს დილით ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.