ეს ამერიკის დღეა, დემოკრატიამ გაიმარჯვა – ჯო ბაიდენის სიტყვა ინაუგურაციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა – ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის გზა კი ამერიკული გზაა.

“ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა. ისტორიის და იმედის დღე, განახლების და სიმტკიცის. წლების მანძილზე ამარიკა არაერთხელ დამდგარა გამოცდის წინაშე და ყოველთვის გამკლავებია გამოწვევებს. დღეს ვზეიმობთ არა კანდიდატის ტრიუმფს, არამედ მიზნის, დემოკრატიის. ხალხის ნება გათვალისწინებულია. ხალხის ნება აღსრულდა. კიდევ ერთხელ ვისწავლეთ, რომ დემოკრატია ძვირფასია, სათუთია და დღეს, ჩემო მეგობრებო, დემოკრატიამ გაიმარჯვა.

ამერიკის მიწაზე ჩვენ მოვესწარით თავდასხმას კაპიტოლიუმზე, თუმცა გავერთიანდით და გავუმკლავდით გამოწვევას. მშვიდობიანად გადმომეცა ძალაუფლება, ეს არის ამერიკული გზა, ჩვენ ძლიერები ვართ, მიზანია, ვაჩვენოთ ყველას, რომ შეგვიძლია წინსვლა. მადლობას ვუხდი ჩემს წინამორბედებს ორივე პარტიიდან, პრეზიდენტებს, რომლებიც აქ არიან. ვიცი, რომ ჩვენი კონსტიტუცია და ქვეყანა ძალიან ძლიერია. მე ახლა დავდე წმინდა ფიცი, მზად ვარ, ამერიკას ვემსახურო”, – თქვა ბაიდენმა.

მისივე განცხადებით, ყველას პრეზიდენტი იქნება, მათ შორის მათი, ვინც მხარი არ დაუჭირა.

“ვინც მხარი არ დაგვიჭირა – მომისმინეთ, შემაფასეთ მე და ჩემი გული. თუ კვლავ არ მეთანხმებით, დაე, ასეც იყოს. ეს არის დემოკრატია. ეს არის ამერიკა. უფლება, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები მშვიდობიანად, ჩვენი ნაციის ალბათ უდიდესი ძალაა. მომისმინეთ. განსხვავებულმა შეხედულებებმა არ უნდა მიგვიყვანოს გათიშულობამდე. და მე თქვენ ამის პირობას გაძლევთ. მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. გპირდებით, ისევე ვიბრძოლებ მათთვის, ვინც მხარი არ დამიჭირა, როგორც მათთვის, ვინც დამიჭირა”,– თქვა მან.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ისტორიული კრიზისებისა და გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ ერთიანობა არის წინ მიმავალი გზა.

„ერთიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა. არსებობს მხოლოდ რისხვა და მძვინვარება. არ არსებობს პროგრესი, არის მხოლოდ დამღლელი გულისწყრომა. ეს არის ჩვენი ისტორიული მომენტი კრიზისებისა და გამოწვევებისა და ერთიანობა არის წინ მიმავალი გზა. მოუსმინეთ ერთმანეთს. დაინახეთ ერთმანეთი. პატივი ეცით ერთმანეთს“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

როგორი ამინდი იქნება 7 აგვისტომდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლებელია...

“პოლიტიკაში მოვდივარ“ – მოცურავე ნანა ნებიერიძე გახარიას გუნდს უერთდება

სპორტსმენი ნანა ნებიერაძე გიორგი გახარიას პარტიას უერთდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ...

“იმედია თბილისელები მხარს დაუჭერენ სიკეთისა და კეთილდღეობის ელჩებს“–კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების კანდიდატები პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დაასახელა. კალაძის...

კელი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა. ამის შესახებ...

სუსი მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა – არასამთავრობოები გასაჯაროებულ ჩანაწერებზე

სუს მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა - საქართველოში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების...

ეს პროცენტები არ არის დამაჯერებელი – სამხარაძე IRI-ს კველვაზე

IRI- ის კვლევაში მოყვანილი პროცენტები დამაჯერებელი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა...

მოსახლეობის 45% COVID-19-ის ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს – IRI

აერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 45% კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთებას...

მოსახლეობის 25% ყველაზე სანდო ვაქცინად Pfizer-ს მიიჩნევს, სინოფარმს 8%, ასტრაზენეკას 7% – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 25% ყველაზე სანდო ვაქცინად Pfizer-ს მიიჩნევს,...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...