ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია-ოცნების განცხადება

პარტია ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ პირებზე ანგარიშსწორებაზე საუბრობენ, ვინც ბერა ივანიშვილს ფეისბუქზე შეურაცხყოფა მიაყენა. ჩანაწერი გუშინ ტვ პირველის ეთერში გავიდა:
“გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.
ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული.
ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია – ის სიყალბეზეა დაფუძნებული.
მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ.“– ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

ბრიტანეთი რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული ხორბლის ამოსაცნობად და ბაზარზე დასაბლოკად სპეციალურ ტექნოლოგიას ქმნის

სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა ბრიტანეთის მეთაურობით დაიწყო ტექნოლოგიის შემუშავება, რომლის დახმარებით შესაძლებელი იქნება...

„ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის,...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის...

Bloomberg:რუსეთმა 1918 წლიდან პირველად საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

წუხელ რუსეთს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის საგარეო ვალის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოეწურა, რომელიც...

ფრანგულმა მედიამ გაარკვია, რაზე ილაპარაკეს მაკრონმა და პუტინმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტი კრემლის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. მოლაპარაკებების დროს...

რუსეთი გეგმავს ბელორუსს Iskander M-ი მიაწოდოს, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია – 26 ივნისის...

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე რუსეთ-უკრაინის ომში, 26 ივნისს განვითარებულ...

პუტინმა თათბირზე ლიეტუვას წინააღმდეგ ომის დაწყება განიხილა – მედია

რუსეთის პრეზიდენტმა თათბირი გამართა ლიეტუვასთან გამწვავებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ე.წ. კალინინგრადის ბლოკადის გამო. შეხვედრაზე სავარაუდოდ...

“პიჯაკით თუ შიშველი ტორსით ცხენზე?“–დიდი შვიდეულის ლიდერებმა პუტინის მაჩოიზმს დასცინეს

დიდი შვიდეულის სამიტის პირველ დღეს, სადილის დროს მსოფლიო ლიდერებმა პუტინის ცნობილი ფოტოები გაიხსენეს –...

ხევსურეთში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო. ადგილობრივები და ტურისტები იზოლაციაში აღმოჩნდნენ

ხევსურეთში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე როშკისწყალზე არსებული ხიდები წყალმა წაიღო. შედეგად სოფელი როშკა გარესამყაროსგან...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...