ეს კლინიკური გამოყენება კი არა კვლევაა, პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ კვლევას ვატარებთ – ბუწაშვილი რემდესივირზე

“ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგე, მაია ბუწაშვილი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ რემდესივირთან დაკავშირებით წერს, რომ მისი ეფექტურობა სათუა, რადგან გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჯერ უნდა დააკვირდნენ, “გაამართლებს” თუ არა პრეპარატი და თუ კი, მხოლოდ ამის შემდეგ შემოიტანენ დამატებით დოზას.

“გაჟღერდა, რომ შემოტანილია რემდესივირის საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება, თუ “გაამართლებს”, ანუ გამოდის, რომ თუ ეფექტური აღმოჩნდება, კიდევ შემოვიტანთ. ეს განცხადება ძალიან გაუგებარია მიუღებელია შემდეგი არგუმენტების გამო:

1. ესე იგი ჩვენ ჯერ არ ვიცით, მედიკამენტი ეფექტურიათუ არა, რადგან ვსვამთ კითხვას, “გაამართლებს” თუ არა. მაშინ რატომ შემოვიტანეთ?

2. თუ არ ვიცით, რომ ეფექტურია და უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს, ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა, რაღაც ასეთს? – “ჯერ არ ვიცით, გაამართლებს თუ არა, მაგრამ მოდით თქვენზე მოვსინჯავთ და მერე გადავწყვეტთ, სხვა პაციენტებშიც გამოვიყენოთ თუ არა”

3. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, ესე იგი, ეს კლინიკური გამოყენება კი არა, კვლევა გამოდის და პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ კვლევას ვატარებთ.
4. თუ კვლევაა და არა კლინიკური გამოყენება, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს კვლევის სახით შეწსაბამისი წესების დაცვით.

5. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, მაშინ საკონტროლო ჯგუფიც უნდა გვყავდეს, აბა ისე როგორ უნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობს? პაციენტებს და ექიმებს უნდა ვკითხოთ, “მოუხდა” პაციენტს თუ არა?

6. წინასწარ გაწერილი გვაქვს კრიტერიუმები, რას ვუწოდებთ “გაამართლას”? თუ უბრალოდ ბოლოს ვიღაცა გამოგვიცხადებს, რომ კი, გაამართლა. რა შემთხვევაში ჩავთვლით, რომ პრეპარატმა დაიმსახურა შემდეგი პარტიის შემოტანა.?
როგორ ვაკვირდებით და ვაფასებთ ამ ყველაფერს?”- წერს მაია ბუწაშვილი.

ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოვში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი...

არ მეშინია, ვიცი, რომ მართალი ვარ, წავალ სახლში – ალექსეი ნავალნი

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არაფრის ეშინია,...

ნავალნი მოსკოვშია – თვითმფრინავი შერემეტოვის აეროპორტში დაჯდა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთშია. მოსკოვში, ვნუკოვის საერთაშორისო აეროპორტი ჩამომსვლელი ფრენებისთვის დახურეს. თვითმფრინავი, რომელშიც...

“სახლში მივფრინავთ” – ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ის მეუღლესთან ერთად ბერლინიდან უკვე გაფრინდა და...

საიას ახალი თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის...

გირჩი – მეტი თავისუფლება: დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა, აღდგეს სატრანსპორტი მიმოსვლა

"გვაცადეთ მუშაობა!" – ამ მოწოდებით "გირჩი – მეტი თავისუფლება" განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცადებით, გირჩი პანდემიის...

შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა – მაშველები ეკიპაჟის წევრების გადარჩენას ცდილობენ

შავ ზღვაში, თურქეთის პროვინაცია ბართინის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. მაშველები გემის ეკიპაჟის 15...

როგორი ამინდი იქნება 23 იანვრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო