ექსპერტთა ჯგუფი დღეს იმსჯელებს, შეჩერდება თუ არა „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაგრძელდება თუ არა, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია ამის შესახებ  ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 19:00 საათზე დანიშნულ შეხვედრაზე იმსჯელებენ. შეხვედრაში მონაწილეობას იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტიც მიიღებს. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ახალციხეში, იმედის კლინიკაში  ექთანს აცრის შედეგად სავარაუდო ანაფილაქსიური რეაქცია გამოუვლინდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. დაწყებულია ამ შემთხვევის გამოძიება,რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის.

„19:00 საათზე დაინიშნა გაერთიანებული სხდომა, არსებობს იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი, არსებობს იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი და ამ კომიტეტების სხდომა დაინიშნა სამინისტროში, სადაც დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიღებს მონაწილეობას, ისევე როგორც სამინისტროს ტოპმენეჯმენტი. განხილული იქნება რამდენიმე ძირითადი საკითხი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. იქ იქნება განხილული და მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, იმ საკითხთან, რომელსაც თქვენ მისვამთ.

ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, ავადმყოფი ინტუბირებულია და როგორც გითხარით, ის კატასტროფის ბრიგადას გადმოჰყავს თბილისში. ექიმები რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ყველა ექიმს, რომელიც ვაქცინაციას აკეთებს, გადამზადება გავლილი აქვს.

„ექიმებმა სადაც აცრა მიმდინარეობს, ყველამ გაიარა გადამზადება, მათ შორის, მინისტრის ბრძანების მიხედვით არის დადგენილი, კაბინეტები, სადაც აცრა მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა იყვნენ აღჭურვილი, მათ შორის, აუცილებელი პირობაა, ანტიშოკური, ანტიანაფიქილაქსიური კარადის ქონა თავისი აღჭურვილობით და თავისი მედიკამენტით. ვინც აცრის პროცესშია ჩართული, ყველა ადამიანს მრავალჯერ აქვს გადამზადება კოვიდის ვაქცინაციის დაწყების პროცესში, ანაფილაქსიური რეაქციის გამოცნობასა და მის მართვასთან დაკავშირებით, არსებობს მისი პროტოკოლი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რა ვქნა, ოცნებამ რაღაც თქვა და გამოვიდე ახლა მიშელის შეთანხმებიდან? – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისთვის 19 აპრილის შეთანხმება კვლავ არსებობს. "რა ვქნა...

ოპონენტები ვერ ეღირსებიან, დააშორონ საქართველო ევროპასა და აშშ-ს! – კობახიძე

"რაც შეეხება ჩვენს მთავარ ოპონენტებს, მათი ერთადერთი ინტერესია, რომ რამენაირად გააკეთონ იგივე, რაც გააკეთეს...

ევროკავშირს დასჭირდება საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გადახედვა – კრამონი

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება საკუთარ პირობას არღვევს. შეთანხმების ანულირება არღვევს ნდობას...

გორში “ოცნების” მერობის კანდიდატი მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი იქნება

ქართულმა ოცნებამ 63 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა. გორში მმართველი პარტიის კანდიდატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე,...

რომც ავიღოთ 3% ლელოსავით, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა,...

ქართულმა ოცნებამ 63 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა – სია

ქართულმა ოცნებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა. 63 მუნიციპალიტეტში კანდიდატები არიან: რუსთავი...

თუ უნდა, სამივე დააყენოს [გახარიამ] – კალაძე არველაძეებზე

მედიაში რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტიიდან აჩი არველაძემ...

უნდა ითქვას, რომ კი არ სცდება, საქართველო ასცდა ევროპულ გზას – ჯაფარიძე პარტნიორებს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს განცხადება ოცნების მიერ შეთანხმების...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...