ვამაყობთ თქვენთან პარტნიორობით – კარლ ჰარცელი

”ვამაყობთ თქვენთან პარტნიორობით”-ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ელჩი მიმართვაში თითქმის 3-წლიანი დიპლომატიური მისიის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრობს

“ყოველთვის მაკვირვებდა ამ ქვეყნის მრავალფეროვნება, სითბო და ტემპერამენტი. საქართველო მართლაც ულამაზესი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფები – სვანეთის თოვლიან მთებში, აჭარის მწვანე სანაპიროზე, ჩაის პლანტაციების შუაგულში გამავალ გურიის გზებზე, კახეთის მდიდარ ვენახებში, თუ სხვა უამრავ თვალწარმტაც ადგილას.

მე ასევე მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი საქართველოს შთამბეჭდავ კულტურულ მემკვიდრეობას, დამეგემოვნებინა ქვევრის ღვინო და ხინკალი, დავმტკბარიყავი მრავალხმიანი მუსიკით და აღვფრთოვანებულიყავი საქართველოს გრძელი და გამორჩეული ისტორიული კვალით.

შევხვდი ძალიან ბევრ შემოქმედებით და ამბიციურ ადამიანს, რომლებიც ავითარებენ ტურიზმის სექტორს, აწყობენ თანამედროვე ღვინის მარნებსაღორძინებენ ჩაის პლანტაციებს და საკუთარ ადგილს იკავებენ მსოფლიო მოდის რუკაზე.

საქართველომ განვითარების ევროპული გზა აირჩია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მყარი ურთიერთობა გვაქვს. ამის მაგალითია უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი წვდომა ევროკავშირის ბაზარზე და რეკორდული რაოდენობის ქართველი სტუდენტი, რომელიც განათლებას ევროპაში იღებს.

ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია, განსაკუთრებით COVID პანდემიის პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა.

ჩვენ დღეს საქართველოს განახლების დღის წესრიგის ნაწილი ვართ, ვეხმარებით რა ფერმერებს, ბიზნესებს და რეგიონებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის.

ჩვენ ერთად უკვე ძალიან ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში საქართველო და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. გაუმარჯოს საქართველოს!”, – ნათქვამია კარლ ჰარცელის მიმართვაში.

სოციალურად დაუცველ ბავშვებს 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან

2021 წლის, 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან. ამის შესახებ...

სოლოლაკში 11 წლის მოზარდს ეძებენ

სოლოლაკის ტერიტორიაზე 11 წლის დემეტრე მშვენიერაძე დაიკარგა, მას ამ წუთებში პოლიცია და ოჯახის წევრები...

დაკავებულმა პირებმა 8 წლის ბავშვი რამდენჯერმე გააუპატიურეს – პროკურატურა

სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა პირებმა არასრულწლოვანზე 2020 წლიდან სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს....

გვაქვს ინიციატივა, ქვეყანა ონლაინ სწავლების რეგიონულ ჰაბად ჩამოვაყალიბოთ – ამილახვარი

"განათლების ექსპორტი – ეს არის პირდაპირი ინვესტიცია განათლებაში. თქვენ ახსენეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც...

შავი ჯიპებიდან როდის გადმოჯდებით? როდის შემოიჭერთ ქამრებს? – ელისაშვილი ღარიბაშვილს

"მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, როდის შემოიჭერს მთავრობა ქამარს. მისი თქმით, ოცნებობს ქვეყანაზე,...

მედია პარლამენტის წინააღმდეგ -საკონსტიტუციომ სარჩელი განსახილველად მიიღო

მედია  პარლამენტის წინააღმდეგ -  მთავარი არხის,  ტელეკომპანია პირველის, ტელეკომპანია კავკასიის და  ფორმულას სარჩელი საკონსტიტუციო...

წლის ბოლომდე 4 მლნ დოზა ვაქცინას მივიღებთ, რაც საკმარისია 60%-ის ასაცრელად – პრემიერი

"დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ...

მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც ბიუჯეტიდან მრავალშვილიან ოჯახებს იპოთეკურ სესხებს...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...