ვარდების რევოლუციის წინ ბეიკერი ჩამოვიდა – სააკაშვილი მაიკ პომპეოს ვიზიტზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს, რაც სისუსტის გამოვლინებაა.

მისივე განცხადებით, უცხოელებმა ტონის შეცვლა დაიწყეს, რადგან დაინახეს რომ ოპოზიციას სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმები არ აქვს.

სააკაშვილი მიმართვაში ამბობს, რომ ამ პირობებში, როდესაც ოცნების წევრები კუთხეში არიან მომწყვდეულები და დასუსტებულები, მნიშნელოვანია, რომ ხვალ აქციაზე ხალხი იყოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პომპეოსაც ჩვენ გადავცეთ ჩვენი გზავნილი. სხვათა შორის, ვარდების რევოლუციის წინ ბეიკერი ჩამოვიდა. ეს გზავნილი უნდა გადაეცეს არა მხოლოდ იმის გამო, რომ არის სახელმწიფო მდივანი, მასთან ერთად ჩამოვა ძალიან ბევრ ჟურნალისტი. უკვე ძალიან ბევრი უცხოელი ჟურნალისტი მიკავშირდება, დღეში რამდენიმე ინტერვიუს ვიძლევი. მაგრამ, ნამდვილი აფეთქება მოხდება ამ თემის საერთაშორისო მედიაში, რაც ძალიან გააძლიერებს ჩვენი გამარჯვების ეფექტს და საქმეს, თუ კარგად ვიქნებით ორგანიზებული ხვალ და სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლისთვის”,- ამბობს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ესმის, რომ ცივა და კორონავირუსია, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ უკვე გაჩნდა ვაქცინა.

“თუ ეს მთავრობა არ შეიცვალა ამ ვაქცინის ჩამოსვლას საქართველოში ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თუ ნორმალური მთავრობა იქნა, პრაქტიკულად, იმავე დღეს, როცა ამერიკაში გამოვა, იმავე დღეს ან მეორე დღეს იქნება ეს ვაქცინა საქართველოში. თქვენ ხომ იცით, რომ ტყუილად არასდროს არაფერს არ ვსაუბრობ. ახლა ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ქართველი ხალხი ერთიანია, ახლა მეტი ქმედების დროა საბოლოო გამარჯვებისთვის”,- თქვა მიხიელ სააკაშვილმა.

რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მიკროავტობუსს შეეჯახა, 1 პირი დაიღუპა – პროკურატურა

ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე 28 ნოემბერს მიკროავტობუსს შეეჯახა, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და...

“საია” ფიტნესკლუბ Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  (საია) ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის - Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო, რომლის მიმართაც...

ქუჩაში 65 წლამდე კაცი გარდაიცვალა, სასწრაფომ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო

65 წლამდე ასაკის მამაკაცი გორის ცენტრალურ - სტალინის - გამზირზე ისე გარდაიცვალა, რომ სასწრაფო-სამედიცინო...

საახალწლო პროდუქციის გაყიდვას “სუფთა სახლის” მსგავსად, “ფრესკოსაც” უკრძალავენ

მაღაზიათა ქსელებს  "სუფთა სახლს" და "ფრესკოს" საახალწლო პროდუქციის გაყიდვა აკერძალათ. დამადასტურებელ ფოტოს ერთ-ერთი  მომხმარებელი,...

ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს  გამოძიება...

გამყრელიძე ქართული ოცნების აქტივისტად და დანამატად გადაიქცა – ჩიხლაძე

"გამყრელიძე ქართული ოცნების აქტივისტად და დანამატად გადაიქცა"- ამის შესახებ, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო...

საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს საქმიანობა ონლაინ შეუძლიათ – ფერაძე მეყვავილეების აქციაზე

"საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს საქმიანობა ონლაინ შეუძლიათ "- ეს განცხადება, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა...

ყვავილების გამყიდველები აქციას მართავენ

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილების გამყიდველები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ და საპროტესტო აქციას მართავენ. ახალი რეგულაციების...

სხვა სიახლეები

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მიუხედავად “ბასლეინებზე“ ავტომობილების მოძრაობა კვლავ იკრძალება

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იმის მიუხედავად, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, ე.წ. “ბასლეინებზე“ ავტომობილების მოძრაობა კვლავ დაუშვებელია. მოთხოვნა იმის შესახებ,...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო