ვაქცინაციაზე დარეგისტრირება ცხელ ხაზზე დარეკვითაც იქნება შესაძლებელი

ვაქცინაციაზე დარეგისტრირება მოქალაქეებს ცხელი ხაზზე, 15 22–ზე დარეკვით შეეძლებათ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე ამისამართებს 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი 144–ც.

ღიბრაძის ინფორმაციით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.