Covid19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტში დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზების ან გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა – ამის შესახებ CNN ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
2 აგვისტოს მდგომარეობით აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 164 მილიონზე მეტი ადამიანი იყო ორივე დოზით აცრილი. მათგან, 0.001%-ზე ნაკლები ანუ 1 507 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ხოლო 0.005%-ზე ნაკლების ანუ 7 101 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.
1 500 დაღუპულიდან ყოველი მეხუთეს გარდაცვალების მიზეზი სხვა ფაქტორი იყო და არა – ვირუსი.