ვერ ახერხებენ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ კარგად ავარჯიშონ – ნიკა მელიას ადვოკატი

“ვერ ახერხებენ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ კარგად ავარჯიშონ “- ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ფაქტობრივად, პროკურორები მოწმეების ნაცვლად იძლევიან ჩვენებებს.

“საინტერესოა, რომ პოლიციელს, რომელიც სპეციალურ აღჭურვილობაში იყო, ჰქონდა სპეციალური “კასკა”, რომელიც ყურებს ფარავს – ასე აგვიხსნა მოწმემ, მას მელია არ უნახავს 5 მეტრზე ახლო დისტანციაზე, აქციაზე იყო უამრავი ადამიანი, ხმაური და თურმე, ამ პოლიციელმა, იმ პირობებში, როცა მინიმუმ, ადამიანების 5 ზოლი იყო მასსა და მელიას შორის, გაიგო მელიას სიტყვები, მაგრამ სხვა არავის სიტყვები არ გაუგია ამ აქციაზე, დემონსტრანტებს ვგულისხმობ. არც მაჩალიკაშვილის სიტყვები გაუგია, რომელიც არათუ დაინახა, არამედ მის წინ იდგა და თქვა, საერთოდ, თავზე გადამახტაო, იმის ხმაც ვერ გაიგო, რაც ცხადია, ლოგიკურია, რადგან ვერ გაიგებდა. ტყუილია, მელიას ნაწილში, რომ მან მელიას მიერ ნათქვამი რამე სიტყვა გაიგო. გარკვეულწილად, სასაცილო არის ბრალდების მხარე ამ პროცესზე, როგორც ჩანს, ვერ ახერხებენ კარგად ავარჯიშონ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ, ამიტომ, სასამართლო სხდომაზე სვამენ კითხვებს, კითხვების შესავალში მათთვის სასურველ პოზიციას და პასუხებს აჟღერებენ, ანუ ფაქტობრივად, პროკურორები იძლევიან მოწმეების ნაცვლად ჩვენებას. სამწუხაროდ, სასამართლოც ამ ყველაფერს უშვებს დარბაზში”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

რომც ავიღოთ 3% ლელოსავით, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა,...

ქართულმა ოცნებამ 63 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა – სია

ქართულმა ოცნებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა. 63 მუნიციპალიტეტში კანდიდატები არიან: რუსთავი...

თუ უნდა, სამივე დააყენოს [გახარიამ] – კალაძე არველაძეებზე

მედიაში რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტიიდან აჩი არველაძემ...

უნდა ითქვას, რომ კი არ სცდება, საქართველო ასცდა ევროპულ გზას – ჯაფარიძე პარტნიორებს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს განცხადება ოცნების მიერ შეთანხმების...

ბათუმში ბერლინელ დიჯეის ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბერლინელი დიჯეის, Phase Fatale-ის თქმით, ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ის Instagram-ზე...

გურამ თუშიშვილი ფინალში დამარცხა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

100+ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში დამარცხა და ვერცხლის...

ხვალ საქართველოში Pfizer-ის 168 000 დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ „ფაიზერის“ 168 000 დოზა შემოვა. „ხვალ...

ნაციონალურ მოძრაობას რიგგარეშე არჩევნების შიში აქვს – ხუხაშვილი

ცხადია, რომ 43%-იანი დათქმის ჩაშლა ძალაუფლების დაკარგვის ზღვარგადასულმა შიშმა განაპირობა. ამასთანავე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...