“ახლა ბუმერანგივით გვხვდება საკუთარი შეცდომები თავში.
ახლა, როცა უკრაინის და მოლდოვის მატარებელი წავა და ჩვენ შეიძლება ჩამოვრჩეთ, მაშინ როცა ერთ დროს, ორთქმავალი ჩვენ ვიყავით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბრაზი სწორად მივმართოთ – საკუთარი თავებისკენ.

მე ბიძინაზეც არ ვბრაზობ, ბიძინა ისაა რაცაა – საბჭოთა მენტალიტეტის, გაუნათლებელი მაგრამ ვერაგი კაცი. მას ჩვენთვის არაფერი დაუმალავს – გვითხრა რომ საქართველო და ქართული ტრადიციები იმად წარმოუდგენია რადაც ასავალ დასავალს.

ეს მან გაჭრილად თქვა (როგორც პუტინი ამბობდა გაჭრილად რა სურდა და არ უსმენდნენ) – უბრალოდ მერე ევროპული მარილი მოაყარა მათთვის, ვისაც სჭირდებოდა ეს ილუზია, რომ მის ძალაუფლებას საფრთხე არ შექმნოდა.

ვერ გამოუვიდოდა ბიძინას საქმის აქამდე მოყვანა ჩვენ რომ შეგვძლებოდა და დემოკრატიული ღირებულებების გარშემო დავლაგებულიყავით.

ვერ გამოუვიდოდა ბიძინას ეს მისი პროდასავლური დეკორაციები რომ 2013 წელსვე მიმხვდარიყვნენ რომ იანუკოვიჩის ტრაექტორიით მიდის და განგაში აეტეხათ – როცა პოლიტიკური ოპონენტების განადგურება დაიწყო.

ვერ გამოუვიდოდა ბიძინას ეს 2016 წელს რომ სააკაშვილი სამარცხვინოდ არ მოქცეულიყო და საკუთარი ჰალუცინაციებისთვის პარტია არ გადაეყოლებინა.

ვერ გამოუვიდოდა ბიძინას ეს, ოპოზიციური მედია რომ სააკაშვილს არ აყოლოდა დემოკრატი კონკურენტების გაქრობის ამოცანაში.

ვერ გამოუვოდოდა ბიძინას ეს, ევროპულ საქართველოს რომ 2017 წელს ნათქვამი ფუნდამენტური განსხვავებები სრული დეგრადაციის გზაზე შემდგარ ნაცმოძრაობასთან, საქმედ ექცია და პარტიის ლიდერები, ლიდერების ნაცვლად მაჩანჩალა კონფორმისტები არ აღმოჩენილიყვნენ.
ვერ გამოუვოდოდა ბიძინას ეს, ვინც ამაზე ვჩხუბობდით, უფრო ხმამაღლა და ეფექტურად რომ აღვდგომოდით წინ პოლიტიკური კლასის დეგრადაციას!

ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ეროვნული მარცხიდან, რომელიც გვიახლოვდება, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ბრაზიც სწორად მივმართოთ – საკუთარი თავებისკენ!
შეცდომები ერთი დანაშაულია, მაგრამ თუ შეცდომიდან დააკვნა ვერ გამოვიტანეთ – 100 ჯერ დიდი დანაშაულია.

პ.ს. ვინც ჩვენსავით ფიქრობთ, მარცხს ინფანტილურად სხვას არ აბრალებთ, არ დაღლილხართ და დანებება არ გინდათ, ყველას გაგიცნობდით – სიამოვნებით ვიბრძოლებ თქვენთან ერთად ვითარების გამოსასწორებლად.”

ამის შესახებ, „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინაში სასკოლო პროგრამიდან რუსული ლიტერატურის თითქმის ყველა კლასიკოსი ამოიღეს

უკრაინაში გადაწყვიტეს სასკოლო პროგრამიდან ამოიღონ თითქმის ყველა რუსი მწერალი. გამონაკლისი მხოლოდ ნიკოლაი გოგოლი და...

ერდოღანი უკრაინაში ჩადის და ზელენსკისთან “ომის დიპლომატიური გზით შეწყვეტაზე“ საუბარს აპირებს

ლვოვში დაგეგმილ სამიტზე, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი მიიღებენ მონაწილეობას,...

ზელენსკი მოუწოდებს ყირიმის მოსახლეობას არ მიუახლოვდნენ რუსულ სამხედრო ობიექტებს

უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში ანექსირებული ყირიმის მოსახლეობას მოუწოდა არ მიუახლოვდნენ რუსულ სამხედრო ობიექტებს, რადგან...

“დარწმუნებული ვარ, უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ვემახსოვრები“–სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე უკრაინულად ავრცელებს სტატუსს: “მე ტყვეობაში ვარ, საქართველოს ციხეში, მაგრამ ჩემი...

ზელენსკიმ განმარტა, რატომ არ ატეხა განგაში უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის შეჭრამდე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ Washington Post–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რატომ არ აწარმოა ომის წინ...

ბრიტანეთმა რუსეთის თავზე მზვერავი თვითმფრინავის გადაფრენის განაცხადი შეიტანა. რუსები ამბობენ, რომ ეს პროვოკაციაა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბრიტანეთმა შეიტანა განაცხადი მზვერავი თვიმფრინავის, RC-135–ის ფრენაზე მარშრუტით, რომლის...

“ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?“–ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩობურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ  ყოფილ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს,...

ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ კლასის დამრიგებელი დამნაშავედ ცნო

გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დამნაშავედ ცნო 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის კლასის დამრიგებელი და...

26 წლიანი ქორწინების შემდეგ ვიტალი კლიჩკო ცოლს გაშორდა

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ცოლს, ნატალიას გაშორდა. ამის შესახებ კლიჩკომ მედიას თვითონ უთხრა: “მრავალი წელი– განსხვავებული ინტერესები, სხვადასხვა ცხოვრება. და ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ოფიციალურად გაგვეფორმებინა....

მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის...

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

51 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ოსკაროსან მსახიობს და რეჟისორს, ბენ აფლეკს გაყვა ცოლად. ამის შესახებ ტაბლოიდები ინსაიდერულ ინფორმაციაზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით...