“ვერ ვაპატიეთ ერთმანეთს, როგორც “ჭეშმარიტმა ქართლელებმა” უმნიშვნელო წყენა“–ირაკლი ოქრუაშვილი კობა დავითაშვილს იხენებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ფეისბუქ სტატუსს უძღვნის და მათ მეგობრობას იხსენებს, რომელიც დიდი ხნის წინ დასრულდა:

“ალბათ 1993 წელს გავიცანი. თხელი ტყავის “პაპკით” დადიოდა უნივერსიტეტში მძიმე ნაბიჯით. ყველას მორალს უკითხავდა და იმპერატიული, მტკიცებითი, დამაჯერებელი საუბარი უყვარდა. პირველი 100 დოლარი ერთად ვიშოვეთ, ჯოხთაბერიძეს ფირმა დავურეგისტრირეთ. შემდეგ ამერიკაში წავედით კონფერენციაზე ერთად და კაცი მოგზაურობაში უნდა გაიცნოო, იქაც შევიცანი. ერთი ჯამიდან გვიჭამიაო, ასე ვიყავით. მძიმე საურთიერთობო იყო ჩემსავით. ისე დავუახლოვდით, რომ მეჯვარედ წამიყვანა და პირველი შვილი მომანათლინა. 2004 წელს რაღაც უაზრობა ეწყინა, წასული ამბავია და არ ვიტყვი რა, მაგრამ ჭეშმარიტი კასპელის ხასიათი გამოამჟღავნა და ჭეშმარიტი გორელის ხასიათით ვუპასუხე. მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო. 2005-დან ურთიერთობა აღარ მქონია. საჯაროდ გამლანძღა რამდენჯერმე ისეთ რამეზე რაც ვერ ვაპატიე. 2007-ის ნოემბერში საფრანგეთიდან დავურეკე, როდესაც იმ ნაბიჭვარმა მერაბიშვილმა სამაგალითოდ აცემინა, მოვიკითხე და ეგ იყო ჩვენი ბოლო საუბარი. მას მერე აღარ მისაუბრია, მაინც ვერ ვაპატიეთ ერთმანეთს, როგორც “ჭეშმარიტმა ქართლელებმა” უმნიშვნელო წყენა.

ღმერთმა აცხონოს კობა დავითაშვილი…“– წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ.ამის შესახებ...

ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი დღეს, 2 აგვისტოს, დღის განმავლობაში, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური...

ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს – ღარიბაშვილი

ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. როგორც...

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 286, ხოლო გარდაიცვალა  23 ადამიანი. ბოლო 24 საათში...

აბაშაში თხილის საკრეფად წასულ კაცს ეძებენ

აბაშაში, სოფელ ქოლობანში თხილის საკრეფად წასული კაცი გაუჩინარდა. ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან...

თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ოთხშაბათიდან...

“ვადასტურებ რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და ონიანს შორის შედგა” – პირველი გამოხმაურება სუს-ის სკანდალურ...

"ვადასტურებ რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და ონიანს შორის შედგა" - "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი...

როგორ ამზადებდა სუს-ი პირადი ცხოვრების ანგარიშებს ივანიშვილისთვის-ნიკა გვარამიას სკანდალური გადაცემა

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მან მოიპოვა ე.წ. კრებსი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...