“ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება?! ჯაფარიძე პასუხს არაფერზე აგებს“ – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე “გირჩი – მეტი თავისუფლებას” თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს.

ცერცვაძე ამბობს, რომ თუ ჯაფარიძეს დაუჯერებენ და  შეზღუდვები ერთბაშად მოიხსნება,  ინფიცირების შემთხვევებიც მნიშვნელოვნად მოიმატეს – “მერე ისევ მთავრობას მოსთხოვენ პასუხს მკაცრად, რატომ დაუჯერე შენ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს” – ამბობს ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში.

მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ შეზღუდვები “არავის ეხალისება” და ისინი ქვეყანაში ეტაპობრივად უნდა მოიხსნას:

“მე მომხრე ვარ შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების, მოხსნის და ვნახოთ, რა დონეზე არ იქნება ეს ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვხსნათ და ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისეთი გახდეს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ეს ხომ შემდეგ, უკან ბუმერანგივით მოგვიბრუნდება და გვაიძულებს, რომ ეკონომიკა ისევ ჩავკეტოთ. ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! ნებისმიერი მთავრობა ხომ მოხარული იქნება მოიგოს ხალხის გული და ხალხისთვის კარგი გააკეთოს.

1% მაინც რომ იყოს გარანტია იმისა, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნება, დამიჯერეთ, მთავრობა ამაზე პირველი წავიდოდა, მაგრამ განსხვავებით, ბატონი ზურაბისგან, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და პასუხს არაფერზე აგებს, მთავრობა ჩვენთანაც, ევროპასა და ამერიკაშიც პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე. დამიჯერეთ, მერე ისევ მთავრობას მოსთხოვენ პასუხს მკაცრად, რატომ დაუჯერე შენ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს, რატომ მოხსენი შეზღუდვები, თუ იცოდი, რომ ეს მძიმე შედეგებს მოიტანდაო. ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ და მოვახდინოთ დაბალანსება”, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე

ჯაფარიძე ქვეყნის სრულად გახსნას ითხოვს და ამ მოთხოვნით 24 იანვარს მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს. იგივე მოთხოვნებით საზოგადოების ნაწილმა აქციები უკვე დაიგეგმა დედაქალაქ სხვადასხვა ადგილას.

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. ჩამსხვრეულია მინები და კარი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. გავრცელებული ინფორმაციით,...

თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, მოვიცადოთ, ან არ ვთქვათ უარი ჩინურზე – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინაცია 103 ქვეყანაში დაიწყო, მათ უმეტესობაში კი...

“ოპოზიციის კაპიტულაციას ჰგავს” – ხვიჩია შეთანხმებულ 6 ჩარჩო საკითხზე

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია შარლ მიშელის შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმებულ 6 ჩარჩო საკითხს ოპოზიციის...

“საკვირველია დღევანდელი რეაქციები” – პრეზიდენტი მოლაპარაკების მხარეებს აკრიტიკებს

სალომე ზურაბიშვილი გუშინ შარლ მიშელის შუამავლობით ჩატარებულ შეხვედრას ეხმიანება და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მადლობას...

ჩერგოლეიშვილი რომ აჩვენო დასავლეთს და ვისაუბროთ გაწონასწორებულობაზე – ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ტაბულას დამფუძნებელს, თამარ ჩერგოლეიშვილს, გიგა ბოკერიასა და ნინო...

ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები ოცნებამ მოიგო, რატომ ვევაჭრებით [ოპოზიციას]? – ინჯია

"ევროპელი სოციალისტების" წევრი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო, ამიტომ მმართველი პარტია...

საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მაშფოთებს,პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია -ფუკუიამა

"საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მაშფოთებს,პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია "- ამის შესახებ, "ამერიკის ხმასთან" წამყვანმა ამერიკელმა ...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3 წელი მიუსაჯა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო