ვინ არიან ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები, ვინც ნაციონალურ მოძრაობას თანხა შესწირა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს – მათ სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულებებს იკვლევს. უკვე გამოქვეყნებულ კვლევაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატების მონიტორინგის შედეგებია მოყვანილი: ამ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 20 აგვისტომდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულებები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.

მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო 2012-20 წლებში „ქართული ოცნების“ შემომწირველი. მთლიანობაში მათ „ქართულ ოცნებას“ 740,826 ₾ შესწირეს. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, გიორგი ვოლსკი, ლევან კობიაშვილი, გოგი მეშველიანი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, გოჩა ენუქიძე, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ჩიქოვანი და ანზორ ბოლქვაძე.

მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც. მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ქართულ ოცნებას 3,702,826 ₾ შესწირეს.

მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) არიან: გოჩა ენუქიძე – 1,254,000 ₾; ზაალ დუგლაძე – 990,000 ₾; ირაკლი ხახუბია 458,000 ₾; დავით სონღულაშვილი – 340,000 ₾; და ბეჟან წაქაძე – 320,000 ₾.

სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მაჟორიტარობის 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. მთლიანობაში, 2012-2020 წლებში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ამ კომპანიებს მიღებული აქვთ 4,364,109 ₾ (ტენდერი – 623,450 ₾; გამარტივებული შესყიდვა – 3,740,659 ₾).

მაჟორიტარობის 6 კანდიდატს (დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი ხახუბია) სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილოება მიღებული: 2013-2020 წლებში მათ ან მათმა კომპანიებმა 758,300 ₾-ად შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება და 2,210,000 ₾-ად – სახელმწიფო საწარმოებს წილები.

ორი კანდიდატის შემთხვევაში (დავით სონღულაშვილი და ირაკლი ხახუბია), მათთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსება აქვს მიღებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში – მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 12,646,900 ₾-ს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირა თანხა. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია და ანზორ ბოლქვაძე.

ბექა ოდიშარია

მთაწმინდა -კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი

ამჟამად: კრწანისის N7 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი ქართული ოცნებიდან.

ბექა ოდიშარიამ წარსულში რამდენიმე მსხვილი პოლიტიკური შემოწირულება გააკეთა. 2012 წელს მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა 35,000 ₾, 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ – 40,000 ₾, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს – 60,000 ₾.

 

დავით სონღულაშვილი

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი

ამჟამად: გურჯაანის #24 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი ქართული ოცნებიდან

პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი და მისი ოჯახი (მეუღლე – ქეთევან მაღულარია, მამა – ბიძინა სონღულაშვილი და ძმა – იოსებ სონღულაშვილი) აქტიურად არიან ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. ისინი სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულნი არიან 27 კომპანიასთან:

დავით სონღულაშვილი, მისი ოჯახის წევრები და მათი ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. ჯამში 2016-18 წლებში მათ მმართველ პარტიას 340,000 ₾ შესწირეს. საინტერესოა, რომ შპს „გამსახურდიას 5-მა,“ იოსებ სონღულაშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა ნუკრი ლიპარტაშვილმა ქართულ ოცნებას 2016 წელს თანხა ერთსადაიმავე დღეს – 4 ოქტომბერს შესწირეს.

პირადად დავით სონღულაშვილმა 2012 წელს 7,000₾ შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

ზაალ (ზაზა) დუგლაძე

ხაშურსა და ქარელში მაჟორიტარობის კანდიდატი

ბიზნესმენი ზაალ დუგლაძე 9 კომპანიაში ფლობს წილებს ან იკავებს დირექტორის პოზიციას. სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულია მისი ორი ძმაც – დავით და გიორგი დუგლაძეები. მთლიანობაში, ძმები დუგლაძეები 16 კომპანიასთან არიან დაკავშირებულნი.

ზაალ დუგლაძე, მისი ოჯახის წევრები და მათი ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. მხოლოდ ზაალ დუგლაძემ და მისმა ძმებმა ქართულ ოცნებას მთლიანობაში 340,000₾ შესწირეს, ხოლო ბიზნესპარტნიორებთან ერთად, რომელთა შორისაც არის ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი – 990,000₾.

გარდა ამისა, ზაალ დუგლაძემ 2012 წელს 60,000₾ შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

გოჩა ენუქიძე

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი

ამჟამად: ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი.

გოჩა ენუქიძე 2008 და 2012 წელს ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა, ხოლო 2016 წელს ის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ წარადგინა. გოჩა ენუქიძე სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულია 31 კომპანიასთან. სახელმწიფო შესყიდვების გზით მის ერთ-ერთ კომპანიას ბოლო 8 წლის განმავლობაში 2.5 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. გოჩა ენუქიძე პირდაპირ წილებს ფლობს 5 კომპანიაში. გარდა ამ კომპანიებისა, გოჩა ენუქიძე არის შპს „იბერკომპანის“ საკუთრებაში არსებული 14 კომპანიის არაპირდაპირი მფლობელი:

გოჩა ენუქიძე და მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. გოჩა ენუქიძემ თავად ქართულ ოცნებას 165,000 ₾ შესწირა, ხოლო მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორებთან ერთად შეწირული თანხა 1,254,000 ლარს აღწევს:

საინტერესოა, რომ გოჩა ენუქიძე და მისი ბიზნესპარტნიორები ხშირად ერთი და იგივე დღეს, კოორდინირებულად ახორციელებდნენ პოლიტიკურ შემოწირულებებს.

2013 წლამდე გოჩა ენუქიძე და მისი ახლანდელი ბიზნესპარტნიორების ნაწილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები იყვნენ.

2012 წლის ივლისში გოჩა ენუქიძემ ნაციონალურ მოძრაობას 60,000 ლარი შესწირა. მისმა ბიზნეს პარტნიორებმა კი 2012 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში ჯამში 135 000 ლარი

ირაკლი ხახუბია

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი

ამჟამად: ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნებიდან

ირაკლი ხახუბია და მისი მეუღლე მაკა ხახუბია 8 კომპანიაში ფლობენ წილს.

ირაკლი ხახუბია და მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. მთლიანობაში, ირაკლი ხახუბიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ქართულ ოცნებას 458,000 ₾ შესწირეს. სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში კი 60 000 ლარი გაიღეს.

საინტერესოა ისიც, რომ 2016 წლის 17 აგვისტოს, მისმა ბიზნესპარტნიორებმა თენგიზ სარიშვილმა და ნიკოლოზ ლატარიამ და მისი მეუღლის, მაკა ხახუბიას ბიზნესპარტნიორებმა მარინა ესებუამ და რამაზ გუჯაბიძემ, ერთსადაიმავე დღეს, კანონით დაშვებული მაქსიმალური რაოდენობის თანხა, 60,000₾ შესწირეს სათითაოდ „ქართულ ოცნებას“ (ჯამში 240 000).

 აღსანიშნავია, რომ როგორც ირაკლი ხახუბია, ისე მისი ბიზნესპარტნიორები 2013 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები იყვნენ. მათ 2012 წლის ზაფხულში ნაციონალურ მოძრაობას ჯამში 146 100 ლარი შეწირეს.

 ანზორ ბოლქვაძე

ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი

ამჟამად: ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი

ანზორ ბოლქვაძე ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი 2008 და 2012 წელს „ერთანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა, ხოლო 2016 წელს უკვე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იყო. ის პირადად არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, თუმცა, მისი მეუღლე თინა ბოლქვაძე და შვილი ნოდარ ბოლქვაძე ფლობენ წილებს 8 კომპანიაში:

ანზორ ბოლქვაძემ ბოლო დეკლარაცია პარლამენტის დეპუტატის სტატუსით 2020 წლის მაისში შეავსო. მას არ აქვს დეკლარირებული კომპანია „ბი ემ სი,“ რომლის 50%-საც მისი შვილი, ნოდარ ბოლქვაძე ფლობს, რაც კანონის დარღვევაა.

ანზორ ბოლქვაძემ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 6,500₾ შესწირა, ხოლო 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ – 10,000₾.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა კვლევა ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიების მიერ მოგებული სახელმწიფო შესყიდვებისა და მის ქონებრივ დეკლარაციაში არსებულ დარღვევების შესახებ. კვლევის მიხედვით, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების 3-მა კომპანიამ აჭარაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო.

 

 

 

ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად ერთ დღეში 6084 ადამიანი დარეგისტრირდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად ერთ დღეში მონაცემთა ბაზაში 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა. უწყების...

საქართველოში კორონავირუსის 5450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა

„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა“,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო...

ზურაბ ჯაფარიძე თანაპარტიელებს “ცივილიზებულ გაყრას“ სთავაზობს და პასუხს საღამომდე ელოდება

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიაში დაწყებული დაპირისპირების შემდეგ  გირჩის ფეისბუქ ჯგუფში კიდევ ერთ სტატუსს...

“ზარალი მილიარდიანი იქნება“–სავაჭრო ცენტრების და ბრენდულ მაღაზიათა ქსელების მიმართვა ხელისუფლებას

სავაჭრო ცენტრები და ბრენდული რითეილერები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა:...

მინახავს “ქართული ოცნების” მიერ მოტყუებული არა ერთი პოლიტიკოსი – მარგველაშვილი

მინახავს არა ერთი პოლიტიკოსი "ქართული ოცნების" მიერ მოტყუებული, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა,...

„რემდესივირი“ რომ არ დამეწყო, მოვკვდებოდი“– თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა ამბობს, რომ...

4 არასრულწლოვან გოგონასთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედების ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 4 არასრულწლოვნის, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანი შვილის...

სხვა სიახლეები

„რემდესივირი“ რომ არ დამეწყო, მოვკვდებოდი“– თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა ამბობს, რომ ის პრეპარატმა რემდესივირმა გადაარჩინა. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო