ვინ არის აშშ–ს ახალი პირველი ლედი. ჯო ბაიდენის პირადი ტრაგედია და ახლადარჩეული პრეზიდენტის გამორჩეული მეუღლე

აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის მეუღლე, 69 წლის ჯილ ბაიდენი, რომელიც ამერიკის ახალი პირველი ხდება, როგორც ჩანს ამ როლზე ტრადიციულ წარმოდგენას შეცვლის. მან უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს სამსახურის მიტოვებას და კვლავ სკოლაში მასწავლებლად იმუშავებს. ასეთი რამ ამერიკის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა.

თუმცა, ისიც უნდა ითქას, რომ აშშ–ს პირველი წყვილის ურთიერთობების ისტორიაც არასოდეს ყოფილა ასეთი: ფილადელფიის გარეუბანში მცხოვრები 24 წლის გოგო სენატორს გაყვა ცოლად, რომელსაც ცოლი და ქალიშვილი დაეღუპა. პირველი ქორწინებიდან მისი ორი ვაჟი კი საკუთარი შვილებივით გაზარდა.

1987 წელს მიცემულ ერთ–ერთ ინტერვიუში ჯო ბაიდენმა საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა და მოყვა, რომ 1972 წლის 18 დეკემბერს, 30 წლის სენატორი საკუთარი კაბინეტისთვის თანამშრომლების ასაყვანად გასაუბრებას ატარებდა, როცა სატელეფონო ზარი გაისმა. მას დელავერის შტატის ქალაქ  ჰოკესინის პოლიციიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ გაჩერებულ ავტომობილს, რომელშიც მისი ცოლი და სამი შვილი იჯდა სატვირთო მანქანა დაეჯახა. ბაიდენის ცოლი – ნელი და ერთი წლის ქალიშვილი ნაომი დაიღუპნენ. ორმა ბიჭმა – ბომ და ჰანტერმა მძიმე ტრავმები მიიღეს.

ნელი და ჯო ბაიდენები შვილებთან ერთად

ამ ტრაგედიის შემდეგ ბაიდენს სენატიდან და პოლიტიკიდან წასვლა უნდოდა. ინტერვიუში ის ყვება, რომ უნდოდა შვილები წაეყვანა, ავსტრალიაში წასულიყო და საერთოდ ყველაფერი დაევიწყებინა. კითხვაზე, რა დრო დასჭირდა რომ გონს მოსულიყო მომხდარის შემდეგ ბაიდენმა უპასუხა:

“მთელი წრე უნდა გაიარო: პირველი ღამე, როცა საწოლში მარტო ხარ, პირველი შობა მარტომ, პირველი თოვლი, რომელსაც მარტო უყურებ. პირველი მგზავრობა მანქანით…“

საბოლოოდ ბაიდენი არც სენატიდან წავიდა და არც პოლიტიკიდან, მეგობრებმა გადააფიქრებინეს. როგორც თვითონ ამბობს, როლი ამომრჩევლებმაც ითამაშეს, რომლებიც მხარდამჭერ წერილებს უგზავნიდნენ:

“გადის წელი, უფრო მეტი, მაგრამ არაფერი გავიწყდება. თუმცა ისევ იწყებ გაღიმებას. ტკივილი არ ქრება, ის უბრალოდ წარსულში რჩება“ – ამბობს ბაიდენი ინტერვიუში.

1975 წელს ბაიდენი პენსილვანიაში ოჯახურ ვახშამზე ჩაფრინდა. აეროპორტში ის გოგონამ გააჩერა, რომელსაც ხელში სარეკლამო ფლაერები ეჭირა. მოულოდნელად ისინი ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. ბაიდენი ძმებთან ერთად იყო. სახლისკენ მიმავალ გზაზე მისმა ძმამ თქვა:

“ეს ჩემი სკოლის მეგობარი იყო. გინდა სახლში დავპატიჟო?“

ბაიდენების წყვილი 1987 წელს

ჯილ ჯეიკობსი მაშინ 24 წლის იყო. ბაიდენი ამბობს, რომ მისთვისაც და ჯილისთვისაც ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.

ამერიკის მომავალი პირველი ლედი ფილადელფიის გარეუბანში, ხუთშვილიან ოჯახში გაიზარდა. თავიდან მოდის ინდუსტრიაში მუშაობაზე ოცნებობდა, თუმცა გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ გაყიდვები არ აინტერესებდა.

1970 წელს 19 წლის ჯილ ჯეიკობსი ფეხბურთელ ბილ სტივენსონს გაყვა ცოლად, რომელმაც მოგვიანებით დელავერში იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული ბარი გახსნა. 1974 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ჯილ ჯეიკობსს ძალიან უყვარდა ლიტერატურა და უნივერსიტეტშიც ლიტერატურას სწავლობდა. 1975 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

ჯო ბაიდენის წინადადებას, ცოლად გაყოლოდა თავიდანვე არ დათანხმდა. Vogue–სთან ინტერვიუში ჯილმა ერთხელ თქვა,  რომ მისთვის ასაკში (8 წელი) და სტატუსში ამხელა სხვაობა უცნაური იყო:

“მე ვხვდებოდი ბიჭებს ჯინსებში, მაისურებში და კედებში, ის კი პირველ პაემანზე მკაცრი ჯემპრით და მოკასინებით მოვიდა.“

გარდა ამისა, ჯილს არ უნდოდა პრესის დაჟინებული ყურადღება. თავიდან იმის მიღებაც გაუჭირდა, რომ სენატორის შვილების გაზრდა მას მოუწევდა. თუმცა, საბოლოოდ მაინც დათანხმდა და მართალია ფორმალური შვილად აყვანის პროცედურები არ გაუვლია, ჯოს შვილებს საკუთარივით ზრდიდა.

1977 წელს ჯილ ჯეიკობსი და ჯო ბაიდენი ნიუ იორკში დაქორწინდნენ.

თაფლობის თვე წყვილმა საბჭოთა უნგრეთში გაატარა – “რკინის ფარდის“ უკან. იმ დროს ეს ესქტრავაგანტულად ითვლებოდა.

1981 წელს შეეძინათ ქალიშვილი ეშლი.

ჯილ ბაიდენს მასწავლებლის კარიერაზე უარი არ უთქვამს. ის 30 წლის განმავლობაში ასწავლიდა ინგლისურსა და ლიტერატურას როგორც სტუდენტებს, ისე განვითარების თავისებურებების მქონე ბავშვებს.

მოგვიანებით ის პედაგოგიის მაგისტრი გახდა, 2000 წელს კი დოქტორის წოდება მიიღო.

რამდენადაც საკუთარ კარიერას უფრთხილდებოდა, ზუსტად ასევე უჭერდა მხარს ჯილ ბაიდენი ქმრის კარიერას. ის ჯერ კიდევ  2004 წელს ცდილობდა ქმარი დაერწმუნებინა  კენჭი ეყარა პრეზიდენტად იმ დროს, როცა აშშს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი იყო, ქვეყანა კი ერყში ომს აწარმოებდა. ბაიდენი ამ ომის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

2008 წელს ჯო ბაიდენი შეეცადა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო, თუმცა ბოლოს ბარაკ ობამას სასარგებლოდ დათმო, შემდეგ კი 8 წლის განმავლობაში მასთან ერთად ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა.

ჯილ ბაიდენი აშშ–ს ისტორიაში პირველი “მეორე ლედი“ იყო, რომელიც სრული განაკვეთით მუშაობას განაგრძობდა. მოსწავლეების და სტუდენტების საშინაო დავალებებს ხანდახან რომელიმე სერიოზულ ღონისძიებაზე მიმავალიც კი ასწორებდა გზაში.

2020 წლის გაზაფხულზე ჯილ ბაიდენმა შევებულება აიღო პირდაპირ სემესტრის დასაწყისში, რათა ქმრის წინასაარჩევნო კამპანიაშ მიეღო მონაწილეობა. აქამდე მას ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია.

ჯილ ბაიდენი ქმრისთვის წინასაარჩევნო შეხვედრების ორგანიზებას აკეთებდა მის მშობლიურ პენსილვანიაში და დელავერში, და ამ შეხვედრებში თვითონაც მონაწილეობდა.

ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ ქმარივით კარგი ორატორი არ არის, თუმცა გაცნობისთანავე კეთილგაწყობას იწვევს.

ქმრის გამარჯვებისთანავე ჯილ ბაიდენმა განაცხადა, რომ პირველი ლედის სტატუსის მიუხედავად სრული განაკვეთით მუშაობას განაგრძობს:

“მინდა ადამიანებმა მასწავლებლები დააფასონ და ამ პროფესიაში მათი წვლილი იცოდნენ“ – განაცხადა მან სიბიეს–თან ინტერვიუში.

აშშ–ს პირველ ლედის არანაირი მკაფიოდ განსაზღვრული მოვალეობები არ გააჩნია. ძირითადად ისინი ცერემონიებში მონაწილეობენ და ქველმოქმედებით არიან დაკავებული. ჯილ ბაიდენი უკვე მრავალი წელია ვეტერანთა ოჯახებს ეხმარება და სათავეში უდგას ფონდს, რომელიც ახალგაზრდა ქალებს  მკერდის კიბოსთან დაკავშირებით ინფორმირებაში ეხმარება. თუმცა დღემდე, არცერთ პირველ ლედის არ უმუშავია ყოველდღიურ სამსახურში. მხოლოდ ელეონორა რუზველტი წერდა საგაზეთო სვეტებს, რითაც საკუთარი ქმრის პოლიტიკურ კურსს უჭერდა მხარს.

ამერიკული მედია ჯილ ბაიდენის გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ ის დაიკავებს როლს, რომელიც 21–ე საუკუნის აშშ–ს პირველ ლედის შეეფერება.

“მასწავლებლობა არ არის ის, რასაც მე ვაკეთებ. მასწავლებლობა არის ის, ვინც მე ვარ. “ – დაწერა ჯილ ბაიდენმა ტვიტერზე.

 

 

ბაიდენს დღეს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა – ხაზარაძე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სიტყვამ თავისი პარტიის პროგრამა გაახსენა. "ჩვენ გვაქვს...

ამერიკა დაბრუნდა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ...

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. მისი თქმით, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების...

ეს ამერიკის დღეა, დემოკრატიამ გაიმარჯვა – ჯო ბაიდენის სიტყვა ინაუგურაციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა...

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა (ვიდეო)

აშშ–ის 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი პოპ მომღერალმა, ლედი გაგამ...

ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ფიცი დადეს

აშშ–ის არჩეულმა 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადო. მან საპრეზიდენტო ფიცი საოჯახო ბიბლიაზე დადო. საზეიმოდ ფიცი დადო...

ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა...

პირველ რიგში სავაჭრო სექტორის გახსნას განვიხილავთ, შემდეგ სკოლებს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა პირველ რიგში სავაჭრო სექტორის და განათლების სფეროს გახსნას...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო