პოლიტპატიმრები, არჩევნები, მედია – რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში არსებული დარღვევებია განხილული.

ანგარიშში ვკითხულობთ პოლიტპატიმრების, პირადი ცხოვრების ხელყოფის, მედიის თავისუფლების და სხვა მრავალი პრობლემების შესახებ.

  • სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს გიორგი რურუას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ვახტანგ წერეთლისა და 20 ივნისის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმეებზე.ანგარიშში მოყვანილია არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებები და დასკვნები რურუას საქმის შესახებ – მათი თქმით, საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა პოლიტიკურ და მედიააქტორებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტად იქცა.

 

  • აღნიშნულია, რომ გიგი უგულავასა და ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ რურუა ციხეში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, 8 მარტის შეთანხმება მის გათავისუფლებასაც გულისხმობდა.

 

  • ანგარიშში ასევე საუბარია მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის არსებობაზე, რომელიც, „სავარაუდოდ, ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას“. ასევე, მოყვანილია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სასამართლოს მსგავსი მოსამართლეების ჯგუფი მართავს.

 

  • როგორც გამოუძიებელი საქმეები, დოკუმენტში მოხვდა 2019 წლის 20 ივნისს პოლიციის მიერ ძალის გადამეტება და 2017 წელს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცება.

 

  • სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიაორგანიზაციების ან მათი მფლობელების მიმართ მიმდინარე არაერთი სისხლისსამართლებრივი საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

 

  • გარდა ამისა, სახ. დეპარტამენტი კრიტიკულად აფასებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მუშაობას და მას ორგანიზაციებზე დაყრდნობით, პოლიტიკურად მიკერძოებულად მიიჩნევს.„არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ხელმძღვანელებსა და მმართველ პარტიას შორის მჭიდრო ურთიერთობის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო მიკერძოების მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მედიის პლურალიზმის შემცირებისა და მედიასაშუალებების მფლობელების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების წარმოების გამო, შეშფოთებას გამოხატავენ“,– ვკითხულობთ ანგარიშში.ანგარიშში მოყვანილია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” შეფასება საკანონმდებლო ცვლილებაზეც, რაც მარეგულირებელს სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს. ის ცვლილებებს ახასიათებს, როგორც მთავრობის მცდელობას, მოიპოვოს კონტროლი რადიო სადგურებსა და სატელევიზიო არხებზე.

 

  • დოკუმენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წერია, რომ პანდემიის პირობებში ეუთომ შეამცირა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში, ამ პირობებში, წინასწარი შეფასების მიხედვით, დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც კონკურენტუნარიანი, რომელშიც დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, თუმცა ისიც ახსენეს, რომ “ამომრჩეველზე ზეწოლის ბრალდებებმა, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამქრალმა ხაზებმა ამ პროცესის მიმართ მოსახლეობაში ნდობა გააქრო”.ანგარიშში ნახსენებია, რომ სანდო ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაადასტურეს „მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება, ხმის მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ხმების არაზუსტი და შეცვლილი დათვლა უბნებისა და საოლქო დონეზე“.

პრობლემაა, რომ დინამიკა ოცნებასა და ენმ-ს შორის დაპირისპირებამდე დადის – კელი

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მთელ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით არის ის, რომ პოლიტიკური დინამიკა იცვლება...

ზვიდაურის გირაოთი გათავისუფლებას პროკურატურა “გაუგებარს” უწოდებს

საქართველოს პროკურატურა ეხმიანება თელავის რაიონულ სასამართლოდან ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას...

ვწუხვარ, რომ მიშამ კლასი დაკარგა – დავით ბერძენიშვილი

"მიშას თურმე დღემდე ჰგონია, რომ 2007 წლის შემოდგომის მასშტაბურ აქციებს პუტინის დაგეგმილად, პატარკაციშვილის მოწყობილად...

“სუს-ტემა უნდა დაინგრეს” – 30 ნოემბერს სუს-თან აქცია გაიმართება

"სუს–ტემა უნდა დაინგრეს" – სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები 30 ნოემბერს, 15:00 საათზე სახელმწიფო...

სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, “ოცნება” მიტინგს არბევდა – სააკაშვილი

"დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია...

ტელეკომპანია “კავკასიის” განცხადება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტებისა და...

პოლიტიკოსები, მედიამენეჯერები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ

პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზციის წარმომადგენლები, მედიამენეჯერები, ხელოვანები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების...

ჯიბის სასამართლოზე რომ იცავდეთ თავს, საკუთარ დანაშაულებზე ისაუბრებდით? – გეგეჭკორი

"სასამართლოზე, მითემეტეს ოლიგარქის ჯიბის სასამართლოზე რომ იცავდეთ თავს, საკუთარ დანაშაულებზე, შეცდომებზე ან გადაცდომებზე ისაუბრებდით...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

“შემზარავი მუტაცია“– რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი ვარიანტი და რა ვიცით მის შესახებ

მთელი მსოფლიოს მეცნიერები, ჯანმო და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენით შეშფოთებულნი არიან. ჯანმომ პარასკევს საგანგებო სხდომაზე ახალი ვარიანტის კლასიფიკაფია განსაზღვრა, როგორც “შემაშფოთებელი“ და...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...