ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ..- პაატა იმნაძე Covax-ზე

“ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ..”-  ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლოს. ამის შესახებ, იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

“დაახლოებით ის რომ ვთქვა –  “მე ქვევითა ვარ, შენ ზევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო”. ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ, აი, ასეთ სიტუაციაში ვართ. 3 თებერვალს თვითონ გამოაქვეყნა სია „კოვაქსის პლატფორმამ“ ყველა ქვეყნისა, ვის როდის უნდა მიეღო ვაქცინა. იყო პრეცენდენტი, როდესაც ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად უჩივლა, თუმცა შედეგი ჯერ-ჯერობით ისეთივეა როგორც ჩვენთან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იყო სხვა მოლაპარაკებებიც. მხოლოდ „კოვაქსის პლატფორმის“ 1.4 მილიონი დოზა, რომელიც კონტრაქტით წლის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ არ იქნებოდა საკმარისი. გარდა ადრე გადახდილისა გადავრიცხეთ დამატებითი გადასახადიც, მაგრამ სხვა მწარმოებლებიც არიან, რომლებიც ჯერ არ არიან კოვაქსის პლატფორმაზე. კოვაქსის პლატფორმაზე რომ განთავსდეს ვაქცინა, მან უნდა მიიღოს ჯანმოს აღიარება, ეს არის იგივე ჩინური ვაქცინები, რომლითაც ჩილეს 17% იცრება. ასევე, ძალიან მაღალი მოცვა აქვს არაბთა გაერთიანებულ ემირატებს, სადაც ასევე ჩინური ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. შეგვექმნა სიტუაცია, რომ სხვა გზებიც უნდა ვეძებოთ და დიდი ხანია მუშაობა მიდის. შეიძლებოდა ჩინური ვაქცინაც ქვეყანაში გაცილებით ადრე ყოფილიყო შემოსული, თუმცა ჯერ არ მიუღიათ ჯანმოს რეკომენდაცია. ვაქცინის შემოტანის ერთ-ერთი პირობაა, რომ საჭიროა ჯანმოს აღიარება”, — თქვა მან.

სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, “ოცნება” მიტინგს არბევდა – სააკაშვილი

"დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია...

ტელეკომპანია “კავკასიის” განცხადება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტებისა და...

პოლიტიკოსები, მედიამენეჯერები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ

პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზციის წარმომადგენლები, მედიამენეჯერები, ხელოვანები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების...

ჯიბის სასამართლოზე რომ იცავდეთ თავს, საკუთარ დანაშაულებზე ისაუბრებდით? – გეგეჭკორი

"სასამართლოზე, მითემეტეს ოლიგარქის ჯიბის სასამართლოზე რომ იცავდეთ თავს, საკუთარ დანაშაულებზე, შეცდომებზე ან გადაცდომებზე ისაუბრებდით...

უნდა ველოდოთ სააკაშვილის სერიოზულ დარტყმებს ხელისუფლების მიმართ – ხუხაშვილი

"რაც შეეხება მის გამოსვლას, მას აქვს გარკვეული გეგმა. მისი დღევანდელი გამოსვლა იყო დაბალ რეგისტრში,...

დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა – ვოლსკი სააკაშვილის სიტყვაზე

"მე არა მგონია, რომ მხოლოდ ეს განცხადებები იყო რაიმე ახალი აღმოჩენა, პირიქით დრომოჭმული იმპრეტორის...

სააკაშვილმა ძალიან ბევრი საქმე გაუკეთა პუტინსაც და რუსეთსაც – მდინარაძე

"ნარატივი უკვე 9 წელია, რომ რუსეთი ებრძვის თითქოს სააკაშვილს, იმიტომ რომ ასე აწყობთ. ამაზე...

სააკაშვილისთვის პრინციპულია, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვას დაესწროს – გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტს ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე დასწრება სურს. "2 დეკემბერს,...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

“შემზარავი მუტაცია“– რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი ვარიანტი და რა ვიცით მის შესახებ

მთელი მსოფლიოს მეცნიერები, ჯანმო და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენით შეშფოთებულნი არიან. ჯანმომ პარასკევს საგანგებო სხდომაზე ახალი ვარიანტის კლასიფიკაფია განსაზღვრა, როგორც “შემაშფოთებელი“ და...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...