ვპირდები რუსთაველებს, 600-დან 900-მდე კვ.მ. მიწას გადავცემ საკუთრებაში – კირკიტაძე

ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი რუსთავში, ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე რუსთავში მცხოვრებ მოსახლეობას ჰპირდება, რომ გადასცემს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს.

“რუსთავში სახელმწიფოს საკუთრებაში არის როგორც მიწის ნაკვეთები, ასევე ავტოფარეხები, ეს საკუთრება პირდაპირ უნდა გადაეცეთ რუსთაველებს. მაგალითად, რუსთავის შემოგარენში სახელმწიფო ფლობს ათასობით ჰექტარ მიწას, რომელიც არც ეკონომიკაზე მუშაობს და არის მიგდებული. ღრმად ვარ დარწმუნებული, თვალი უჭირავს ოცნების რამდენიმე მაღალჩინოსანს, რომ შეიძინოს.

მე ვპირდები თითოეულ რუსთაველს, 600-დან 900-მდე კვადრატულ მეტრა მიწის ნაკვეთებს მათ გადავცემ საკუთრებში. იქ გავიყვანთ შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომ საცხოვრებელად ნორმალური პირობები შევქმნათ”,– ამბობს ის TV პირველთან ინტერვიუში.

კირკიტაძე აღნიშნავს, რომ რუსთაველებს ასევე დაუკანონდებათ ავტოფარეხები, რომლებსაც ისინი იყენებენ.