ვსაუბრობთ აქ ერთობლივ წერილზე, რომელსაც საქართველოს მთავრობას გავუგზავნით – ევროპარლამენტარი

”ჩვენ ვსაუბრობთ აქ, მათ შორის ბატონ გლუკსმანთან, პოტენციურ ქმედებებზე, მათ შორის ერთობლივ წერილზე, რომელსაც საქართველოს მთავრობას გავუგზავნით” – განაცხადა  ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

“ვნახე ვიდეო და  მსგავსი რამ მიუღებელია. აქ, ევროპარლამენტში, ყველა გაკვირვებული იყო, როდესაც პატიმრის, ადამიანის და მით უმეტეს პრეზიდენტის მიმართ მსგავსი ქცევა იხილეს. რთულია იმის თქმა, კონკრეტულად სააკაშვილის წინააღმდეგ იმოქმედეს ასე თუ ეს სტანდარტული ქცევაა პატიმრების მიმართ, მაგრამ ეს ძალიან შემაშფოთებელია და იმედი მაქვს, რადგან გასაჯაროვდა, სიტუაცია მალე შეიცვლება. ვიცი რომ ისინი საქართველოში არიან, მათ შორის ანა ფოტიგა. მე არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ, როდესაც მოფრინავდნენ. არა მგონია, რომელიმე მთავრობა ვალდებული იყოს, რომ ყველა დაუშვას პატიმართან, მაგრამ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტარებისთვის გამონაკლისი დაიშვება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის მოლაპარაკებებია, რომლებსაც ჩვენი წარმომადგენლები თბილისში მართავენ და როდესაც ისინი დაბრუნდებიან, აუცილებლად მექნება საუბარი კოლეგებთან იმაზე, თუ რა ხდება საქრთველოში.

მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ პატიმარს, ნებისმიერ ადამიანს უნდა გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა. ჩვენ ვსაუბრობთ აქ, მათ შორის ბატონ გლუკსმანთან, პოტენციურ ქმედებებზე, მათ შორის ერთობლივ წერილზე, რომელსაც საქართველოს მთავრობას გავუგზავნით, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჯანმრთელობა არ უნდა ავურიოთ კრიმინალურ საქმეებთან და პოლიტიკურ თემებთან, რადგან ეს სხვადასხვა საკითხებია”,- ამბობს მარკეტა გრეგოროვა.

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული სასწრაფო...

აშშ–ს თვითმფრინავები, რომლებიც სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს აკონტროლებს ჰაერშია

აშშ–მ ჰაერში აწია ერთ–ერთი ყველაზე იშვიათი და უნიკალური თვითმფრინავები  RC-135S “Cobra Bell“, რომელიც სტრატეგიული...

“დაწესდეს შეზღუდვები რუსებისთვის” – საქართველოს მოქალაქეებმა მანიფესტი შექმნეს

რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსულ რუსეთის მოქალაქებისათვის, საქართველოს მოქალაქეები შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ და...

ირანი კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, უკრაინა უნდა ეცადოს, რომ მესამე მხარის გავლენის...

“ირანმა უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერა გადაწყვიტა” – პოდოლიაკი

"ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას უკრაინელების მკვლელობისთვის თანამედროვე დრონები მისცეს..წლების განმავლობაში...

ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა – ერდოღანი ტყვეების გაცვლაზე

ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა - თურქეთის პრეზიდენტმა, მისი შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას...

გენერალი, რომელიც “მარიუპოლის ჯალათის” სახელითაა ცნობილი, რუსეთმა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნა

რუსული მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსი გენერალ-პოლკოვნიკი, მიხაილ მიზინცევი, რომელიც „მარიუპოლის ჯალათის“...

ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმებს ვაშინგტონი არასდროს აღიარებს! – ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ....

მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშეა – გაეროს გაფრთხილება

გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოთა ლიდერებს შეახსენებს, რომ მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშე იმყოფება. პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა ფიზიკური დასწრებით ნიუ-იორკში...

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

ალა პუგაჩოვა რუსეთის ხელისუფლებას თხოვს გალკინთან ერთად უცხო ქვეყნის აგენტების სიაში ისიც შეიყვანონ

ცნობილი რუსი მომღერალი, ალა პუგაჩოვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართავს თხოვნით, ქმართან, მაქსიმ გალკინთან სოლიდარობის ნიშნად მასაც მიანიჭონ “უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსი. მინისტრისადმი მიმართვა მომღერალმა თავის...