ვულკანის ამოფრქვევა კონგოში: ათასობით ადამიანი თავს გაქცევით შველის

ათასობით ადამიანი იძულებულია საკუთარი სახლები დატოვოს და გაიქცეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკან ნირაგონგოს ამოფრქვევის გამო.

ღამით ამოტყორცნილმა ლავამ ქალაქ გომას თავზე წითელი ფერის ღრუბლის ჩამოყალიბება გამოიწვია. ქალაქში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ლავას ნაკადებმა ქალაქის აეროპორტსაც მიაღწია, თუმცა შემდეგ შეჩერდა.

ვულკანი ქალაქ გომადან 10 კილმეტრში მდებარეობს. ბოლოს ის 2002 წელს ამოიფრქვა და 250 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 120 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

დღეს დილით ადგილობრივ მაცხოვრებელთა ნაწილმა თავს გაქცევით უშველა და მეზობელ რუანდაში გადავიდა. დანარჩენები ქალაქის დასავლეთით შემაღლებულ ადგილებს აფარებენ თავს.

არ წყდება ხალხის ნაკადი, რომლებიც ტერიტორიას ტოვებენ. მათ თან მიაქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც შეუძლიათ. ხალხმა სახლების დატოვება ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ ხელისუფლება ოფიციალურად განგაშს გამოაცხადებდა, რაც ვულკანის ამოფრქვევიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა.

რუანდის ხელისუფლების ცნობით ქვეყნის ოფიციალური საზღვარი ქალაქ გომას დაახლოებით 3 ათასმა მაცხოვრებელმა გადაკვეთა. სახელმწიფო მედია იტყოინება, რომ მათ დროებით სკოლებში და ეკლესიებში დააბინავებენ.

ხალხი შეშინებული და სასოწარკვეთილია. ბევრმა მათგანმა უბრალოდ არ იცის რა გააკეთოს და სად წავიდეს.

ვულკანის მიმდებარე ტერიტორიებზე გაითიშა ელექტროენერგია, ავტომაგისტრალის ნაწილი, რომელიც ქალაქ გომას მეზობელ ქალაქ ბენისთან აკავშირებს ლავათია დაფარული. ვრცელდება ინფორმაცია მიწისძვრედბის შესახებაც.

ხალხს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ, თუმცა ისინი ინფორმაციის ნაკლებობაზე და სოციალურ ქსელებში წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელებაზე ჩივიან.

კომუნიკაციის მინისტრმა ტვიტერში დაწერა, რომ ხელისუფლება სასწრაფო ზომების მიღებას განიხილავს. მოგვიანებით მან თქვა, რომ ლავას მოძრაობა შენელდა და უბედურების მაშტაბების შეფასება ჯერ არ დასრულებულა.

გაეროს სამშვიდობო მისია, რომელიც კონგოშია ბაზირებული ვულკანის თავზე სადაზვერვო ფრენებს ახორციელებს.

ნირაგონგო მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. თუმცა არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ ადგილობრივი სპეციალისტები არასწორად აფასებენ მის აქტიურობას და საფრთხეს,შედეგად მსოფლიო ბანკმა მათ კორუფციის ეჭვის გამო დაფინანსება ჩამოაჭრა.

ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ ვულკანის ამოფრქვევას 1977 წელს მოჰყვა. მაშინ 600 ადამიანი დაიღუპა.

გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ – ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი – აშშ-ის საელჩო ლგბტქი+...

"ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები...

საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როცა ამის სურვილი აქვს – დეგნანი

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როდესაც ამის სურვილი აქვს....

შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა საქართველოსთვის გახსნილი შესაძლებლობები, არ იქნას ხელიდან გაშვებული – ჰარცელი

"რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი...

თურქეთი აღარ არის წინააღმდეგი შვედეთი და ფინეთი ნატოში მიიღონ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანკარა მხარს დაუჭერს ნატოს გაფართოებას და მადრიდის სამიტზე,...

ღარიბაშვილი პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად, მას აღრმავებს – ანდრიუს კუბილიუსი

რატომ ვერ მიიღო საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი? რა მოთხოვნები აქვთ ევროპარლამენტარებს...

“არ არსებობს პოტენციალი რეჟიმის შესაცვლელად“–რუსი ოლიგარქი დერიპასკა

28 ივნისს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ღონისძიების დროს მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ განაცხადა, რომ უკრაინის...

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე “ოცნებას” ტოვებენ

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია ''ქართულ ოცნებას'', პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს...

აშშ-მ თინა კანდელაკი შავ სიაში შეიყვანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...