“ვურჩევ,”ძალიან კარგი” კურსით გახსნან სეზონი და ჭკუა ასწავლონ ბანკებს“–ხვალიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იხსნება

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ დახურული სავალუტო ჯიხურები ხვალიდან იხსნება. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე თვლის, რომ მათი ასეთი ხანგრძლივი დახურვა უგუნურება იყო:

“გარდა იმისა, რომ მოსახერხებელია და ათასობით ადამიანს ასაქმებენ, სერიოზულ კონკურენციას უწევენ კომერციულ ბანკებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრუნვა ბანკებთან შედარებით მიზერულია, მაინც იძულებული გახადეს ისინი მათი გაცვლის კურსისთვის გაეწიათ ანგარიში.

გარდა საკუთარი ”ტრადიციული” კლიენტებისა, ბანკის კლიენტებიც ”ქუჩაში” ახურდავებდნენ ( ახურდავებენ) ფულს. ნაცვლად იმისა, რომ ბანკშივე მოახდინონ ფულის კონვერტირება, გამოაქვთ ნაღდი ფული და ჯიხურებში უკეთესი კურსით ყიდულობენ სასურველ ვალუტას. ამის თავიდან ასაცილებლად მსხვილმა ბანკებმა შემოიღეს პარალელური, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მაქსიმალურად მიახლოებული კუსით კონვერტირება,თუ ეს მოხდება ინტერნეტით ან მობილურით. ამან შეამცირა ბანკებიდან ნაღდი ფულის გადინება, მაგრამ ჯიხურების კურსი მაინც უკეთესია და ბევრი მაინც იქ ამჯობინებს გადაცვლას.

კონკურენცია ისეთ მექანიზმებზეა აგებული, რომ თაგვსაც შეუძლია სპილოს შეშინება. სპილო დიდია და მოუქნელი, ეს კი პატარა და მკვირცხლი.

ამათი დაკეტვა კი უგუნურება იყო. დატოვეს ათასობით ადამიანი უმუშევარად.
სავალუტო პუნქტებს კი ვურჩევ, ხვალ ”ძალიან კარგი” კურსით გახსნან სეზონი და ჭკუა ასწავლონ ბანკებს. არ იქნება ადვილი შემობრუნება, მით უმეტეს მაშინ, როცა არც ”ტურისტული” ვალუტაა ქვეყანაში, არც იმდენი გადმორიცხვები და ხალხმაც მაქსიმალურად შეზღუდა ხარჯვა უფულობისა და ეკონომიის გამო.

გაუჭირდებათ წელს ძალიან, მაგრამ კარგი დროც დადგება.“– თვლის რომან გოცირიძე.

რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს “არმიაზე ფეიკების გავრცელებისთვის“ 8.5 წელი მიუსაჯეს

პოლიტიკოს ილია იაშინს (რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნის  აგენტად აღიარებული) 8.5 წელი...

“დოჟდის“ჟურნალისტს ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს.ის საქართველოში ცხოვრობს

ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესასვლელად „შავ სიაში“ შეიყვანა ტელეარხ „დოჟდიდან“ (რუსეთში შეტანილი „უცხოური...

ლუკაშენკოს თქმით, 2020 წელს NATO-ს ბელარუსის დაპყრობა სურდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ 2020 წელს NATO-ს ბელარუსის დაპყრობა სურდა. "თქვენ ამისთვის ...

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, მთავრობა უკრაინაში გენერატორებს აგზავნის

საზოგადოებისგან კრიტიკის შემდეგ, მთავრობა, მთავრობა გენერატორებს შეისყიდის და უკრაინაში გაგზავნის. საკითხის შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე...

დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს – პუტინი

"დასავლეთმა წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში, ფაქტობრივად, ეს ქვეყანა კოლონიად აქცია. ახლა კი ცინიკურად...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 14 დეკემბრამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. სააკაშვილის სასამართლო, სადაც მსჯელობა უნდა დაწყებულიყო...

აბასთუმნის მაგალითმა წარმოაჩინა, როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუციებს – TI

ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად იყენებს, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს,...

ლუგანსკის ოლქის გათავისუფლება რუსი ოკუპანტებისგან ძალიან რთული იქნება – გაიდაი

"იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არის მომზადებული რუსული ჯარი, ძალიან რთული იქნება. ძალიან მინდოდა, რომ...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...