ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, სამარცხვინოდ გამოიყურებით – უგულავა უდუმაშვილს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ზუგდიდის მაჯორიტარობის კანდიდატად მალხაზ ჯალაღონიას წარდგენას ეხმაურება.

ჯალაღონია ზალიკო უდუმაშვილმა ასე წარადგინა:”ზუგდიდი, ირჩევს ზუგდიდელს”.

უგულავა ზალიკო უდუმაშვილს მიმართავს, რომ სამარცხვინოდ გამოიყურება.

“ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერზე რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს.

პ.ს. ბატონ მალხაზს არ ვიცნობ, ასე გაკითხვით მხოლოდ კარგ ექიმად დამიხასიათეს. ვუსურვებ მალე და ჯანმრთელად დაეღწიოს თავი თვითიზოლაციისთვის. იმედი მაქვს კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელ ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს. აუცილებლად მოვიწვევ მას სადისკუსიოდ ღია ეთერში თუ პრივატულად ჩაიზე”, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქზე.

ნაციონალურმა მოძრაობამ და ძალა ერთობაშიამ ცოტახნის წინ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

გორთან ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედიით დასტრულდა ავტოავარია თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე. გორთან, სამარშუტო მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად ადგილზე...

საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება – ევროკავშირი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის დიპლომატთა გუნდი 31 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდება. "ჩვენთვის და...

ცუდს ვერაფერს ვხედავ – ზაალ უდუმაშვილი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარის შესახებ, მაგრამ ცუდს ვერაფერს ვხედავ "- ასე აფასებს, ნაციონალური...

იმიტომ, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ -ბუბა კიკაბიძე რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას" სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ პარტიის ღონისძიებაზე გამოსვლისას სიმღერა...

არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“ – კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე

"არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ"- ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია "ქართული...

ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია – ჟორჟოლიანი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია "- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში...

გაყალბებაზე პასუხი იქნება შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება -სააკაშვილი

"გაყალბებაზე პასუხი იქნება შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება "- ამის შესახებ, საქართველოს...

ამ არჩევნების სანდოობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს – სენატორი რიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე

შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში, საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო