ზურაბ ჯაფარიძე თანაპარტიელებს “ცივილიზებულ გაყრას“ სთავაზობს და პასუხს საღამომდე ელოდება

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიაში დაწყებული დაპირისპირების შემდეგ  გირჩის ფეისბუქ ჯგუფში კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს და თანაპარტიელებს გირჩის გაყოფის გეგმას სთავაზობს. ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ დაწერა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად “გირჩის“ კეთებას აღარ აპირებს. მათ კი საპასუხოდ განაცხადეს, რომ გირჩის დატოვებას არ აპირებენ. ამჯერად ჯაფარიძე დეტალურა დაღწერს, როგორ წარმოუდგენია მათთან დაშორება:
“სალამი მეგობრებო.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს – ჩემია.
მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც გირჩს მხოლოდ დააზიანებს.
მესმის ყველა იმ ადამიანის ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ ეგ რესურსი ამოწურულია.
თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში.
ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება.
გუშინწინ საღამოს მე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩაუყარა საფუძველი გირჩს, ვინც წლებია საკუთარი დრო, ენერგია და ცხოვრება ჩადო გირჩში, ვინც ჩემთან ერთად შექმნა და ჩაატარა მთელი წინასაარჩევნო კამპანია წელს, სექტემბერ-ოქტომბერში, ვინც არასოდეს ჩანდა წინა პლანზე, თუმცა აკეთებდა ფასდაუდებელ საქმეს გირჩისთვის.
განხილვის თემა იყო გირჩის მომავალი.
ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია გირჩის ყველა რესურსზე, მაგრამ ვთვლით რომ სახელი „გირჩი“, ისევე როგორც გირჩის ფბ გვერდი, უნდა დარჩეს ჩვენთან.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია.
გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება – ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი – ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ.
პასუხად მივიღე:
ჯერ რჩევა რომ “დავოკებულიყავი”;
შემდეგ მუქარა რომ “გავნადგურდებოდი”;
შემდეგ ეჭვი რომ შესაძლოა “სუსის კაცი” ვიყო;
ბოლოს კი ისევ რჩევა, რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო.
ამ პასუხიდან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას.
ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე.
მეტიც, ვთავაზობთ რომ ეს საკითხი – ვის რჩება სახელი და ფბ გვერდი – გადაწყვიტოთ თქვენ, გირჩმა:
ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე ჯედებით კენჭისყრით. ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით.
პასუხი გვინდა დღის ბოლომდე.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია გაკეთდეს ხვალვე.
თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან, ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე “გირჩის ბაბლში”.

 

სამომხმარებლო პროდუქციაზე შესაძლოა სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“(CSRDG) პარლამენტში პეტიცია წარადგინა, რომელითაც სახელმწიფოსგან სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების...

ინტერპოლმა Covid19-ის ყალბი ვაქცინების ქსელი გაანადგურა

ინტერპოლის ცნობით ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში Covid19-ის ყალბი ვაქცინების ქსელი გაანადგურა, ამოღებულია ათასობით...

საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი იყო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში,...

ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან – უგულავა

„ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან იმისთვის, რომ შედეგი იყოს ძალიან კონკრეტული“, - ამის...

გამოკითხვაში, ვის მისცემდით ხმას, ევროპელ სოციალისტებს თუ ენმ-ს, მოვუგებთ ნაცებს – ზილფიმიანი

ევროპელი სოციალისტების წევრის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, გამოკითხვა რომ ჩატარდეს კითხვით, ვის მისცემდნენ ხმას –...

შემოიტანეთ ჩინური ვაქცინა და თავად გადავწყვეტ, გავიკეთო თუ არა – გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე თენგიზ ცერცვაძესა და პაატა იმნაძეს ეხმიანება, რომლებმაც თქვეს, რომ...

სეზონურ სამუშაოზე გერმანიაში წასულებს სოცდაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონური დასაქმების ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და...

რა მოხდება, თუ ვაქცინაცია დროულად არ დაიწყება – ნანა გეგეჭკორის განმარტება

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც The Mount Sinai-ის სამედიცინო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს, აცხადებს,...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო