თავდამსხმელი სამშვიდობოს არის გასული – ირაკლი ოქრუაშვილი

სახლში არავინ დაელოდებოდა პოლიციელებს და არც გატაცებულ თანხასშეინახავდა საკუთარი ძმების, თუ თავის სახლში. ეს ადამიანი სამშვიდობოს არის გასული, – ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 განაცხადა“ სადაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმას და ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ ოპერაციას გამოეხმაურა.

„ძალიან კომიკური ხდება ის უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი, უინტელექტობა და უუნარობა, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები და ამა თუ იმ სტრუქტურის წარმომადგენლები და პირველი პირები ახმოვანებენ. დამნაშავე იდენტიფიცირებულია ჟურნალისტების და მედიასაშუალებების მიერ. 2 დღეა გვეუბნებიან, რომ მათაც აქვთ ინფორმაცია, ვინ არის, მაგრამ გვიმალავენ, გვეუბნებიან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ თქვათ, თუ ვინმემ იცითო. ხომ კომიკურია? იდენტიფიცირების მთავარი მიზანი და შინაარსობრივად ამის გაგრძელება უნდა იყოს ის, რომ საზოგადოებას უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, ვინ არის ეს ადამიანი.

ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერი ნაბიჯი არ გადაუდგამს შს სამინისტროს ამ დღეების განმავლობაში. ახლა ამ ადამიანის სახლში, სადაც მიდის ჩხრეკა, ალყა რომ დაარტყეს, ეს არის ფარსი და მეტი არაფერი. არავინ სახლში არ დაელოდებოდა პოლიციელებს და არც გატაცებულ თანხას არ შეინახავდა საკუთარი ძმების, თუ თავის სახლში. ეს ადამიანი სამშვიდობოს არის გასული. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს უუნარობამ და პარალიზებამ ერთი მარტივი მიზეზის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიქცა მონსტრად, რომელსაც უკვე ვეღარ მართავს „ქართული ოცნება“ და მისი „ლიდერშიფი“. შს სამინისტრო გადაქცეულია მონსტრად, რომელიც ორიენტირებულია „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნო ყუთში ხმების მობილიზებაზე და არა კრიმინალთა ბრძოლაზე.“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

აუცილებელია, გავაფართოვოთ შეზღუდვები, რაც შეიძლება, მკაცრი მასშტაბით – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის...

გამოვრიცხავ, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა,...

ვირუსის ბოლო დღეების დინამიკა უპასუხისმგებლო აქციებს უკავშირდება – ცქიტიშვილი

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად გაზრდილ სტატისტიკას პოლიტიკურ აქციებს უკავშირებს. "ვირუსის გავრცელების წყაროა უპასუხისმგებლო...

მთავრობამ დღეს ახალი შეზღუდვები არ დააწესა

მთავრობამ დღეს დამატებითი შეზღუდვები არ დააწესა. ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა ახალ შეზღუდვებს ამ ეტაპზე...

გირჩი არავისთან არ განიხილავს ბლოკს, გირჩი იქნება ცალკე – იაგო ხვიჩია

ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოპოზიციური პარტია: გირჩი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ევროპული...

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 55 წლის ბენო ჭელიძე,...

ეპიდვითარება აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ დაამძიმა – ხუნდაძე

„ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს“, -...

მარიამ ჯაშს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრს,  მარიამ ჯაშს კორონავრიუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო